„ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა კაცს...“ - პოლიციამ სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით კისრის არეში დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ, 1978 წელს დაბადებულ ვ.ჯ.-ს. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749580540

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა

 ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულება არის ის, რომ ქალაქ მილანში გაიხსნა გენერალური საკონსულო, ეს არის კი...

ირაკლი კობახიძე

1749579413

ახალი ამბები

„იტალია იყო და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეორე სახლად, რომლის კარსაც ყოველთვის დიდი სიყვარულით, უამრავი ბედნიერი დღის მოგონებით, გამარჯვების განცდით ვაღებ“ - კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

 მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების სასახლეში გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად დაესწრო. დედაქალ...

კახა კალაძე

1749576445

ახალი ამბები

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

 მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება. ოფიციალურ ცერემონიაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა. საკონსულო ჩრდილო იტალიის რვა რეგიონს მოიცავს. „დამოუკიდებლობა არის ის, რასაც თით...

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

1749574505

ახალი ამბები

პარლამენტმა „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინა

 საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „2024 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ ანგარიში წარადგინა. როგორც ლევან...

საქართველოს პარლამენტი

1749571511

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი საკადრო ცვლილებებზე: გასაგებია, რომ ოპოზიცია ამით სპეკულირებს, სხვა რა დარჩენიათ

 მე ცოტა ფართო კონტექსტში შევხედავდი საკადრო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მი...

ირაკლი ქადაგიშვილი