მიხეილ სარჯველაძე: როდესაც საუბარია წამალზე, ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს რეგლამენტი დაწესებული
როდესაც საუბარია წამალზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს რეგლამენტი დაწესებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის მედიკამენტები ფასები იყოს ხელმისაწვდომი.
„ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ფარმაცევტულ სექტორში ფასწარმოქმნის პოლიტიკის რეგულირება და ამაზე თვალყურის დევნება. სხვას, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამაზე არის დამოკიდებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების თვალსაზრისით გარკვეული წნეხის შემცირება.
ბუნებრივია არის გარკვეული პროდუქტები, რომელთა მიმართებაშიც ხელმისაწვდომობა არ არის იმდენად სენსიტიური, რამდენადაც შეიძლება ეს იყოს ფარმაცევტულ სექტორში. როდესაც საუბარია წამალზე, სამკურნალო საშუალებებზე და ასეთ პრეპარატებზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ აქ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ერთის მხრივ ხარისხზეც, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფასზეც იყოს ისეთი რეგლამენტი დაწესებული, რომელიც ხელმისაწვდომობას მოქალაქისთვის უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით, ამას მუდმივად აკვირდება ჯანდაცვის სამინისტრო. მუდმივად თვალყურს ადევნებს, როგორ ვითარდება სექტორში საქმეები.
ფაქტია, რომ რეფერენტული ფასები ამ დრომდე მუშაობს ისე, როგორც ბევრ ევროპულ განვითარებულ სახელმწიფოში. საქართველოშიც ამან მოიტანა დადებითი შედეგი. დაახლოებით 7000 დასახელების მედიკამენტზე დღეს არსებული ფასი არის ზუსტად ისეთი, როგორიც მაგალითად, ევროპულ რამდენიმე სახელმწიფოში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მედიკამენტების ბაზარი ცოცხალი პროცესია და მუდმივად საჭიროებს დაკვირვებას.
1769606068
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1769605433
მსოფლიოკალასის თქმით, აშშ-ისთვის ევროპა პრიორიტეტული აღარ არის, ამიტომ ევროკავშირმა საკუთარი უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველყოს
ევროპა აღარ არის აშშ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტი, ამიტომ ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა გახდეს საკუთარი თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ს...
1769604505
ახალი ამბებისააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზ...
1769603149
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია
ბრიუსელის ბიუროკრატები მდაბიო ხასიათის ბწკენებით არიან დაკავებული მათ მიმართ, ვინც მათ დაქვემდებარებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,...
1769600702
ახალი ამბები112-ის დირექტორი: ინფორმაციის გადაცემა ხდება საუბრის პარალელურ რეჟიმში, შესაბამისად, შეკითხვების პროცესი ინფორმაციის გადაცემას არ აფერხებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა გადაცემა „იმედის დილაში“ 112-ის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა 112-ში შემოსულ...































