„ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და მიიმალა“ - პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ
მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით - 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითმიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1751284320
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ჩვენი ძალისხმევა შეესაბამება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ
ჩვენი ძალისხმევა შეესაბამება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უახლეს რეზოლუციას და იმ რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ამ სესიაზე მივიღებთ, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდ...
1751282011
ახალი ამბებითეა წულუკიანი: გახარიამ მოიტანოს მტკიცებულება, რომ სანამ ჩვენი წარმომადგენელი პირადად მას ჩააბარებდა წავკისში წერილს, უკვე ჰქონდა საზღვარგარეთ დაგეგმილი ვიზიტი
„მას მერე, რაც უარი ვუთხარით ჩართვაზე, ამ მეორე მოთხოვნას ვიხილავთ რა, არ ვეუბნებით ჩართვაზე უარს, მაგრამ, კომისიის მოთხოვნა არის, რომ მან 2 ივლისს უზრუნველყოს საამისოდ ტექნიკურად და ლოგისტიკურად ჩართ...
1751280552
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით იკეტება
დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდ...
1751280317
ახალი ამბებისაგამოცდო ცენტრებამდე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები ამოქმედდება
2025 წლის 3 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე, აბიტურიენტებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული პირებისთვის დამატებითი ავტობუსების მარშრუტები დაინიშნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობი...
1751279381
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-ელი...