გივი მიქანაძე: დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება

„დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

„გვაქვს კონკრეტული მიმართულებები, სადაც ახალგაზრდების ინტერესი დაბალია და დეფიციტი გვაქვს მაშინ, როდესაც ამ მიმართულებებზე შრომის ბაზარზე ძალიან მაღალი მოთხოვნილებაა. ეს განსაკუთრებით ეხება ტექნიკურ მიმართულებებს - ვიცით, რომ სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ განვითარებულია და რეალურად გამოჩნდა, რომ 71%-იანი დანაკლისია იმ მუშახელის და კონკრეტული კვალიფიკაციის სპეციალისტების, რომელთაც ამ დარგში შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.

კვლევამ გვაჩვენა, რომ ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობა, სხვადასხვა მიმართულებით, 14 400 უნდა იყოს. თუმცა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ პროცესები ახლა დაიწყო და გარკვეული გარდამავალი ეტაპებია საჭირო. შესაბამისად, წელს ვაპირებთ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 21 000-ზე მეტ ადგილზე გამოვაცხადოთ მიღება“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ერთიანად არ მოხდეს შემცირება და პროცესები გარდამავალ პერიოდში განხორციელდეს, წელს დაახლოებით 35%-ით მეტ ადგილზე გამოცხადდება მიღება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ჩატარება აუცილებელია. მისი განცხადებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება, რადგან რეფორმის შედეგები და კვოტების განსაზღვრა პირდაპირ კავშირში იყოს ბაზრის მოთხოვნებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771936715

საზოგადოება

პროკურატურამ იანვარ-თებერვალში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყო...

პროკურატურა

1771935940

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1771934312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა

დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...

ირაკლი კირცხალია

1771934049

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა

„აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1771932622

ახალი ამბები

გია აბაშიძე: სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“? ჩამოშლილ ბრიტანეთს ებარებოდნენ ულტრამემარცხენეები! რუსული სარგებელი და ანგარება უესტმინსტერში მოიკითხონ ფარისევლებმა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას ეხმიანება. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, სამარცხვინო ე.წ. სანქციებიც „პოსტივიზე“ არაფერს ნიშნავს...

გია აბაშიძე