ირაკლი ზარქუა სააკაშვილზე: ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, სასჯელს რომ მოიხდის, ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა მიხეილ სააკაშვილის სტატიას გამოეხმაურა, რომელიც გამოცემა „ჰილში“ გამოქვეყნდა. საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ ვაშინგტონის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ურთიერთობის ნორმალიზებისკენ შესაძლოა ცუდი ამბავი იყოს როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
დეპუტატმა სააკაშვილის მხრიდან ტრამპის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე და ახლა უკვე მის შეცვლილ რიტორიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჯერ ტრამპს გვინათლავდა რუსეთის აგენტად, ამაზე მთელი ინტერვიუები ჰქონდა ბატონ გვარამიასთან, რომ ტრამპი რუსეთის აგენტი იყო. ახლა ტექსტი შეცვალა. ხან ქართველია, ხან უკრაინელია, ხან უკრაინის პასპორტით გველაპარაკება, ხან - საქართველოს სახელით. რომ მოიხდის [სასჯელს] მერე ალბათ თეატრში უნდა განვაწესოთ, ძალიან კარგი მსახიობია“, - განაცხადა ზარქუამ.
1771931912
ახალი ამბებიკახა კალაძე: ძალიან გულდასაწყვეტია ის, რაც უკრაინაში ხდება - მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს
თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინელ ხალხს მშვიდობას უსურვებს და აცხადებს, რომ ის, რაც აღნიშნულ ქვეყანაში ხდება, სამწუხარო რეალობაა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, საქართველოს ჯერ კი...
1771930569
საზოგადოებადიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ტელეკომპანია „POSTV“ სოციალურ ქსელში ირონიით პასუხობს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების დაწესებას ტელეკომპანია „POSTV“ ეხმიანება. არხმა ბრიტანეთის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ირონიით უპასუხა. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილებ...
1771930251
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება
სამწუხაროდ უკრაინა გამოიყენეს როგორც მარიონეტი სახელმწიფო, შესაწირი პაიკი რაღაც გეოპოლიტიკურ თამაშში და ამას ადასტურებს ეს [ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის] განცხადება, - განაცხადა ჟურნალისტებთან...
1771929403
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ისტორიული ცინიზმი: ტელეკომპანია „იმედი“ მეორედ ისჯება. პირველად - 2007 წელს, როცა სააკაშვილმა სპეცრაზმით დაარბია და დღეს - მეორედ, რადგან „იმედმა“ ხალხს ბორის ჯონსონის მიერ ჩაშლილი უკრაინული მშვიდობის ფასი აჩვენა
ეს სანქცია არა ტელევიზიების, არამედ ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგაა, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა...
1771928980
საზოგადოება„იმედი“ კიდევ უფრო ენერგიულად განაგრძობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების სამსახურში ყოფნას“ - „იმედი“ ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია „იმედი“ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ 👇 „როგორც ცნობილი გახდა, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვე...



























