პროკურატურამ იანვარ-თებერვალში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა

თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინეს.

ბრალდება წარედგინა პირს, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის საშუალებით უკანონოდ ახდენდა დაზარალებულთა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების მოპოვებას და შენახვას, ხოლო მოპოვებული მასალის გავრცელების მუქარით დაზარალებულების მიმართ ახდენდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას (საერთო ჯამში 7 ეპიზოდი).

ბრალდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობაში იმყოფება და წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრაზე მოსამართლე უახლოეს დღეებში იმსჯელებს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 139-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის წარედგინა.

4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მხილებულია 6 პირი, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს, შეინახეს და გაავრცელეს დაზარალებულების, მათ შორის არასრულწლოვანის ინტიმური შინაარსის შემცველი ფოტო და ვიდეო მასალა. სამ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს) წარედგინა, სამ პირს კი - 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ორი პირის მიმართ, რომლებმაც ფარულად ჩაიწერეს და შეინახეს დაზარალებულის პირადი და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. ბრალდებულები სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. ორივე მათგანს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771938045

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“. მაშინ, როდესაც ყველა მხრიდან უტევენ ჩვენს ქვეყანას და აწარმოებენ საინფორმაციო დივერსიათა კასკადს ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, თქვენ ხართ სიმართლის მძლავრი ხმა

„ჩემი სრული სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და „პოსტივის“, თითოეულ ჟურნალისტს და თანამშრომელს“, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერი გიორგ...

გიორგი გაბუნია

1771935940

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრისას განვიხილეთ საქართველოსა და თურქმენეთის პარტნიორობის გაძლიერება სტრატეგიულ სფეროებში, რაც რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების ათვისებას ისახავს მიზნად

მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგიოზელ გულმანოვას, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1771935356

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება

„დღევანდელმა დისკუსიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა აუცილებელია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავსი კვლევების ჩატარება“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების,...

გივი მიქანაძე

1771934312

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „იმედის“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა

დღეს ბრიტანეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხელყოფას ამართლებს, არამედ თავადვე ხელყოფს მედიის თავისუფლებას, რაც „დიფ სთეითის“ ხელწერაა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი...

ირაკლი კირცხალია

1771934049

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა

„აწესებენ სანქციებს, იღებენ არაფრისმთქმელ რეზოლუციებს. არანაირი არგუმენტი არ არსებობს. მხოლოდ არასამართლიან დამოკიდებულებას, მუქარასა და შანტაჟს ვხედავთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე