ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს შეხვდა

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობაზე და სატრანსპორტო, საინვესტიციო და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ვაჭრობის სექტორში. აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-სექტემბერში ამ მაჩვენებლის ზრდამ 41 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ჩინეთის კომერციის, ტრანსპორტის სამინისტროებთან და ეროვნული განვითარებისა და რეფორმების კომისიასთან თანამშრომლობა. ამ კონტექსტში აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა, რომლის პირველი სხდომაც უკვე გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამუშაო ჯგუფის როლს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში, ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობასა და საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისებაში.

საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე სამოქალაქო ავიაციის სფეროში. მხარეებმა აღნიშნეს პირდაპირი ფრენების პოზიტიური გავლენა ტურისტული ნაკადების ზრდასა და ხალხთაშორის კავშირების გაძლიერებაზე.

საუბრისას დადებითად შეფასდა საქართველოს წარმომადგენლობითი მონაწილეობა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება.

შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ვანგ ვენთაო და ქალაქ შანხაის მერი ჭუ ჭუნგმინგი მონაწილეობდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793884010

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1793883422

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი

1793882316

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი: რაც წლევანდელ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენას განასხვავებს ქართული კომპანიებისთვის, ეს არის სპეციალური ღონისძიება, რომელიც გამოფენის ფარგლებში იქნა ორგანიზებული

„დღეს ქალაქ შანხაიში ოფიციალურად გაიხსნა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის (CIIE) გამოფენა. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ მისი ჩატარების ისტორიაში ეს იქნება რეკორდული მასშტაბის გამოფენა“, - განაცხადა ეკო...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793881402

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელ...

საქართველოს პრეზიდენტი

1793880899

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მიმართ რელიგიური დისკრიმინაციის შესახებ საჩივარი დაუშვებლად გამოაცხადა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება გამოაქვეყნა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს....

იუსტიციის სამინისტრო