შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ თავდასხმას რომ ახორციელებთ, დიალოგისთვის სივრცეს იტოვებთ?“

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, ანუ შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან.

„დღეს იმიტომ ისმენთ ასე, რომ გუშინ თავს დაგვესხა ევროკავშირის ელჩი თავის დოკუმენტიანად და განცხადებებით. ასე, რომ ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენ ვიცავთ ქართველ ხალხს. ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. ანუ, შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. ესკალაციებს რა შეიძლება მოჰყვეს, გადახედეთ თქვენივე ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას და მგონი მიხვდებით. ჰკითხეთ ბატონ ელჩს, ითხოვს თუ არა რომ სანქციები დავუწესოთ. რომ გიპასუხებთ კი, მერე კრიტიკულ კითხვებს თუ დაუსვათ, პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მას რომ დავუჯეროთ. ამ პასუხების შედეგია, რომ დღეს თქვენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობთ, დღეს თქვენ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხრივ ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის, ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793875238

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა. მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზე...

მაია ბითაძე

1793873995

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ უსამშობლოებმა ერთმანეთი გარიცხეს, გაყარეს, თავად გაიქცნენ თუ რა გააკეთეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვ...

 რატი იონათამიშვილი

1793872394

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს, ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან

„თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ე...

შალვა პაპუაშვილი

1793871361

საზოგადოება

პაპუაშვილი: არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება, მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველთვის დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც ასეთ დროს იკვეთება

„საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ისეთი საკითხები განსახილველი, სადაც სამართლის, პოლიტიკის, სახელმწიფო ინტერესების გადაჯაჭვა ხდება“, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს პა...

შალვა პაპუაშვილი

1793871105

ახალი ამბები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა

საქართველოს 6-8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვ...

ხან ჭენგი