ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ
„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ყოველგვარი ევროპული ღირებულებების მართლაც რომ დარღვევით ისეთ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს „აცხობენ“, იმ ძველ კრემლის ბოშლევიკებსაც კი შეშურდებოდათ“.
„ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო“ - ამ ბოლო დროს ლიგაჩოვის და მისი კრემლის გახრწნილი კომუნისტი ფუნქციონერების დროინდელი საბჭოთა საქართველოს პერიოდი მახსენდება.
ქართველებს გვიკრძალავდნენ ზედმეტად პროგრესულ თემებზე საუბარს, ყველა ჩურჩულით საუბრობდა ამა თუ იმ თემაზე, კახელ კაცს ვაზის აჩეხვას აიძულებდნენ, რომ საკმარისად დიდი ოდენობით ღვინო არ დაწურულიყო საქართველოში. აგვიკრძალეს ქორწილების, დაბადების დღეების გადახდა. ქელეხიც დაუშვებელი იყო - მასიურ შეკრებად ითვლებოდა… მახსოვს, შევარდნაძემ ერთ-ერთ „კომკავშირულ“ ქორწილში ლიმონათითაც კი ითამადა.
ლიგაჩოვამდე უფრო ადრეც ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. კრემლს არც მეტრო სურდა რომ ყოფილიყო თბილისში, არც სპორტის სასახლე, არც ფუნიკულიორის ანძა უნდა ყოფილიყო ამ სიმაღლის…
მოკლედ, ყველაფერს ახშობდნენ და „ჩეხავდნენ“, რაც კი ჩვენი საზოგადოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ჰოდა, დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ (ისიც ხომ ფაქტია, რომ სწორედ საქართველო იყო მედროშე სსრკ-ის რღვევის და შემდგომ დაშლისაც?! ..), დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ.
ყოველგვარი ევროპული ღირებულებების მართლაც რომ დარღვევით ისეთ რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს „აცხობენ“, იმ ძველ კრემლის ბოშლევიკებსაც კი შეშურდებოდათ!!! სწორედ ეს არის, რომ, მგონი, „ვუის“ შევეყარეთ…“, - წერს ზურაბ ჩიკვილაძე.
1793878619
საზოგადოება„შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა 13 400 დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც 6000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღა“ - უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქ...
1793877443
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ის, რომ უხამსობა საჯარო სივრცეში მიუღებელია, ეს ყველამ იცის, ყველა ადამიანი საკუთარ ქცევაზეა პასუხისმგებელი, ასე რომ თუკი ვინმეს მიმართ გამოიყენება ზომები უხამსობისთვის, ეს მათი ქცევის გამოა
„ის ჩემს გამო არ არის ციხეში, ის არის თავისი უხამსობის გამო“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას - „არ გეუხერხულებათ, რომ თქვენ გამო ჟურნალისტი ერთი თვეა ციხეშ...
1793875238
ახალი ამბებიმაია ბითაძე: ჩვენი მიზანია, მუზეუმები არქეოლოგიური ცოდნისა და განათლების ცოცხალ ცენტრებად ვაქციოთ, სადაც ახალი თაობები საკუთარი ისტორიის აღმოჩენას, შესწავლასა და გააზრებას შეძლებენ
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ვანში, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდა. მუზეუმის ფუნქციონირების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მინისტრს ეროვნული მუზე...
1793873995
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ერთ დღეს ვიგებთ, რომ „ნაცები“ ალიანსიდან წავიდნენ, მეორე დღეს ამბობენ, რომ გააგდეს და გარიცხეს, შეგვიძლია, ამ აგენტურულ ერთობას გაქცეულების, გარიცხულებისა და გაგდებულების ერთობა ვუწოდოთ
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ უსამშობლოებმა ერთმანეთი გარიცხეს, გაყარეს, თავად გაიქცნენ თუ რა გააკეთეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვ...
1793872394
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: წლებია ცდილობენ ქართული მართლმსაჯულების გაშავებას და ყოველ ჯერზე ცხვირი წაიტეხეს, ბატონი ჰერჩინსკი პირადად აშავებდა ქართულ მართლმსაჯულებას, როდესაც დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან
„თუკი მართლმსაჯულების სისტემა ასე გამართულად მუშაობს, გადაწყვეტილებები ასე სამართლიანია, რომ ვერცერთ პოლიტიზებულ საკითხზე ვერ დაამტკიცეს თავისი პრეტენზიები ბრიუსელმა და მისმა დაქირავებულმა ჯგუფებმა, ე...




























