„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედრო მოსამსახურეები, ამჯერად, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლასა და სამტრედიაში, კერძო სკოლას - „ცოდნას“ ესტუმრნენ და მოსწავლეებისთვის თავდაცვის ძალების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
სამხედროებმა უფროსკლასელებს თავდაცვის ძალების შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, მის დანიშნულებასა და მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და საერთაშორისო მისიებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ მოსწავლეებს გააცნეს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიზნები, სასწავლო პროგრამები, მიღების პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები. შეხვედრაზე ასევე გაიხსენეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ისტორიები. სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული ვიდეომასალაც წარადგინეს. შეხვედრის დასასრულს კი მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია, თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და საქართველოს ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
1775392094
მსოფლიორომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
კათოლიკური ეკლესიის პონტიფექსის რანგში თავისი პირველი სააღდგომო მესის ჩატარებისას, რომის პაპმა ლევ XIV-მ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. „ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შ...
1775388006
ახალი ამბებითბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარც...
1775387357
ახალი ამბებიმეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. „სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას და შეიძლება ითქ...
1775386359
ახალი ამბებილეო XIV-მ პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა და მორწმუნეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ, „ომის ძალადობის მიუხედავად, რომელიც კლავს და ანადგურებს“. ამის შესახებ Associated P...
1775382685
მსოფლიოორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზის ინფრასტრუქტურის აფეთქება იგეგმებოდა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსელში წერს. უნგრეთის მთავრობის მეთა...































