ზელენსკი: ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ
რუსების პრობლემა ის არის, რომ მათ უყვართ კომპრომისებზე საუბარი, მაგრამ ისინი არასდროს მიდიან მათზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ისინი მხოლოდ ულტიმატუმების ენაზე საუბრობენ. მათ სურთ, რომ ჩვენ უკან დავიხიოთ ტერიტორიიდან, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ. თუმცა ეს მოთხოვნა გამართლებულია მათი უზარმაზარი დანაკარგებით. ისინი ფიქრობენ, რომ თუ ჩვენ უკან დავიხევთ, ასობით ათას ადამიანს არ დაკარგავენ“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეა, უკრაინა უკან არ დაიხევს, რადგან ეს მისთვის უზარმაზარ რისკებს შექმნის.
„რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციებს უკრაინაში და დაიწყებს შემდგომი ოკუპაციისთვის მზადებას. ისინი იტყუებიან და თავიანთ თამაშებს თამაშობენ პრეზიდენტ ტრამპთან. მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რუსებს ჩვენი სრული ოკუპაცია სურთ. სწორედ ამიტომ უნდა შევაჩეროთ ისინი, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, დავამყაროთ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები და შემდეგ ეს ყველაფერი დიპლომატიურ სფეროში გადავიტანოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1775392094
მსოფლიორომის პაპმა მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა
კათოლიკური ეკლესიის პონტიფექსის რანგში თავისი პირველი სააღდგომო მესის ჩატარებისას, რომის პაპმა ლევ XIV-მ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. „ვინც იარაღს ფლობს - დაყაროს ის! ვისაც ომების გაჩაღება შ...
1775388006
ახალი ამბებითბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში IFC-ის 23-ე ღონისძიება გაიმართა, სადაც MMA-ის გულშემატკივარმა 9 ბრძოლა იხილა. 18 სპორტსმენიდან გამარჯვებისთვის 7 ქართველი იბრძოდა, მათგან კი მხოლოდ ცოტნე სულთანიშვილი დამარც...
1775387357
ახალი ამბებიმეუფე შიო: მოხდა ხალხში საოცარი გამონათება, ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი. მსგავსი საოცარი გამონათება ვიხილეთ უწმინდესის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ჩვენი ერი გაერთიანდა მისდამი სიყვარულის გრძნობაში
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ბზობის სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. „სახოტბო შეძახილებით ხვდებოდნენ მას და შეიძლება ითქ...
1775386359
ახალი ამბებილეო XIV-მ პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა
რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას პაპის რანგში პირველი სააღდგომო მესა აღავლინა და მორწმუნეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ, „ომის ძალადობის მიუხედავად, რომელიც კლავს და ანადგურებს“. ამის შესახებ Associated P...
1775384137
ახალი ამბები„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ
პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს მასშტაბით არსებულ საჯარო და კერძო სკოლებში მაღალი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს...































