COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცაა:

• სამედიცინო დაწესებულებები;

• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები;

• შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები;

• სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური;

• საქართველოს პროკურატურის სისტემა;

• ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს.

იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი.

იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება Covid-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ.

ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით.სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ექიმი.კარანტინის ვადები მცირდება COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული, არავაქცინირებული და არასრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც.

ამ შემთხვევაში, კარანტინის ვადა 8 დღის ნაცვლად განისაზღვრება 5 დღით. ამასთან ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 6-12 დღის ფარგლებში. იგივე ვრცელდება, ბუსტერ დოზის არმქონე პირებისთვის, თუ ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღეზე მეტი. ასევე კარანტინის აღნიშნული წესები ვრცელდება პირებზე, ვისაც კოვიდის ინფექციის გადატანიდან გაუვიდა 60-დღიანი პერიოდი.

შეგახსენებთ რომ, კარანტინს არ ექვემდებარებიან, თუმცა ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 დღე:

• ბუსტერ დოზით ვაქცინირებულ პირებს;

• სრულად ვაქცინირებულ პირებს, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 14-90 დღის განმავლობაში;

• ასევე პირებს, კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;

იზოლაციის და კარანტინის განახლებული ვადები 10 თებერვლამდე ინფიცირებული და კონტაქტირებული პირებისთვისაც მოქმედებს.

ასევე საინტერესოა:

🔵 „თქვენო ღირსებავ… დღემდე თვალებიდან არ ამომდის ატირებული მოსამართლე“ – ნათია მეზვრიშვილი გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება

🔵 „მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში“ - ექიმის რჩევები

🔵 „ყოველთვის 19 წლის გიო დარჩები … უყვარხარ დაიკოს“ – დღეს გიორგი შაქარაშვილი 21 წლის გახდებოდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793796074

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშზე: ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო

„ანგარიში თავისი შინაარსით არის უსამართლო“, - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ხელაძე ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს. ხელაძე ბრიუსელს ურჩევს საქართ...

ირაკლი ხელაძე

1793795174

ახალი ამბები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, ჭოველიძისა და ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თამარ ჭოველიძისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილი...

მოძრაობა

1793794247

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ხალხს, საკუთარ ქვეყანას მიხედონ და უცხო ქვეყნების იმედად ნუ იქნებიან - მათ ბარიკადებზე აიყვანეს, ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის გაიმეტეს და ციხეში მიატოვეს“,- განაცხად...

შალვა პაპუაშვილი

1793793858

ახალი ამბები

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ხანძარია

ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, რის გამოც მაუწყებლობა შეწყდა. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშვე...

 ფორმულა

1793793373

ახალი ამბები

ნინო წილოსანი​: პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება შეუძლებელია

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ როდესაც სიმართლე შენს მხარესაა და საკუთარ პოზიციას ფაქტებითა და არგუმენტებით იცავ, წინასწარ მომზადებული ნარატივებით შენი დამარცხება...

ნინო წილოსანი