დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლების ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას 15 წლის შვილს უგზავნიდა და მას სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვის და გავრცელების, ასევე ,16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას, რომელსაც მეუღლესთან განქორწინების შემდეგ 15 წლის შვილს, სოციალური ქსელის საშუალებით უგზავნიდა.

ბრალდებული არასრულწლოვან შვილს ასევე სხვა ყოფილი მეუღლის ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და დაზარალებულს სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, მათ შორის მის მიერ გადაგზავნილ ფოტო მასალას იხილავდა.

პროკურატურამ გამოძიება დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხნენ დაზარალებულები, ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ჩატარდა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც დანაშაულში მამხილებელი ელექტრონული ინფორმაციის მოპოვება მოხდა, რის შემდეგაც ბრალდებული დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვა და გავრცელება) და 11 პრიმა 141 მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ გარყვნილი ქმედება 16 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758039412

სპორტი

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ინდონეზიაში პარაფარიკაობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავეებმა: ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაცი...

ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობის მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

1758035641

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების

ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მორიგი უსუსური მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების. უნდათ, რომ ასეთი შედეგი მიიღონ, მაგრამ ბუნებრივია ეს უსუსური მცდელობა იქნება, ისევე, როგორც წინა მცდე...

გიორგი კახიანი

1758034760

ახალი ამბები

პრემიერი: საქმის მასალებიდან ვლინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია

„როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1758033321

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიე...

პრემიერ-მინისტრი

1758032399

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს

რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და...

 არჩილ გორდულაძე