გიორგი კახიანი: ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების

ალბათ 4 ოქტომბერს იქნება მორიგი უსუსური მცდელობა ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდების. უნდათ, რომ ასეთი შედეგი მიიღონ, მაგრამ ბუნებრივია ეს უსუსური მცდელობა იქნება, ისევე, როგორც წინა მცდელობები. ასეთი არაერთი ყოფილა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით რადიკალები თავადვე ხვდებიან, რომ არანაირი რევოლუციის რესურსი არ გააჩნიათ.
„ალბათ თვითონაც ხვდებიან, რომ ამის არც რაიმე რესურსი გააჩნიათ მათ და არც რაიმე სერიოზული მოლოდინი არსებობდეს, რომ შეიძლება ე.წ. „მშვიდობიანი დამხობა“ მოხდეს 4 რიცხვში და 5 რიცხვში თურმე აღმოჩნდეს, რომ ეს რადიკალური ოპოზიციური ჯგუფი არის ხელისუფლებაში. ამას სერიოზულად არავინ უყურებს.
თავისთავად ეს ფაქტი, რომ ასეთი რადიკალური ჯგუფები არსებობენ ქვეყანაში, რომ ვერ ხედავენ არჩევნების არსს, რისთვისაც არჩევნები არსებობს, ერთადერთი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების არის არჩევნები. არჩევნები კარს არის მომდგარი და არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, რა შეფასება შეიძლება ამაზე გაკეთდეს?! ეს არის რადიკალური ძალა, რომელიც თავისას ვერ მოიშლის ვერასდროს“, - აღნიშნა კახიანმა.
მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალიზმს საზოგადოების მხრიდან აქვს ადეკვატური რეაქცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ მათი რეიტინგი ნულამდეა დასული.
გიორგი კახიანის განცხადებით, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე დგას და ნებისმიერ კანონდარღვევას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
„სამწუხარო არის ის, რომ ასეთი შემთხვევები როდესაც ხდება, მერე აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსები ძალიან სუფთად გამოვლენ ხოლმე ამ მდგომარეობიდან და პასუხისგებაში მიეცემიან ახალგაზრდები, რომლებიც ან მოტყუებულები არიან ან არ ვიცი, რატომ მოქმედებენ ასე.
იმედი მაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება ამჯერად, მაგრამ თუ კანონდარღვევები იქნება და ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ მცდელობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ადეკვატურად და პროპორციულად იმოქმედებს“, - დასძინა კახიანმა.
1758032399
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და შემთხვევით დანაშაული არ ჩაიდინოს
რუსული ბანის განცხადებები უკვე სასაცილოც აღარ არის, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, ისე არ გააკეთოს, რომ კანონი დაარღვიოს და...
1758031198
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად, ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან
„ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ძ...
1758030719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით
„ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1758030054
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა
„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმარ...
1758028207
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...