პრემიერი: საქმის მასალებიდან ვლინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების ადგილი უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი, როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია

„როდესაც საქმის მასალებიდან, ამ ეტაპზე ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც უკრაინიდან ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოში შემოტანის საქმეს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა.
„როდესაც ასეთ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ უკრაინის ხელისუფლება, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. დანარჩენი დეტალები უნდა გამოიძიოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. როდესაც საქმის კონკრეტული ფიგურანტი, დაკავებული პირი პირდაპირ აცხადებს, რომ მათ დავალება ჰქონდათ მიღებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან, როდესაც საქმის მასალებიდან, მა ეტაპზე, ვლინდება, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ ნივთიერების უნდა ყოფილიყო თბილისის ერთ-ერთი უბანი და ა.შ. ეს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს კითხვებს ამ საქმესთან და იმ განზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც ამ საქმის უკან დგას. დანარჩენი უნდა გამოიძიოს უსაფრთხოების სამსახურმა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1758031198
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პირობას გაძლევთ, რაც კეთდება მთავრობის ჩართულობით, ყველაფერი კეთდება კეთილსინდისიერად, ჩვენი მიზანია, ბოლომდე გაიწმინდოს სისტემა კორუფციისგან
„ჩვენი მიზანია, რომ ბოლომდე გაიწმინდოს მთლიანად სისტემა კორუფციისგან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ძ...
1758030719
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს, ე.წ. ანტირუს ლიბერალებს, ნული რეაქცია აქვთ ამასთან დაკავშირებით
„ხოშტარია იყო ყველაზე რადიკალური რიტორიკის, რადიკალური ნაბიჯების მომხრე რუსეთის წინააღმდეგ, ამ დროს თავად პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან იღებს თანხებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...
1758030054
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ პოლიტიკური ოპონენტები, ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმართა ბაჩიაშვილმა
„სამწუხარო პრაქტიკაა, როდესაც საერთაშორისო მედიაში ხდება კონკრეტული შინაარსის ყიდვა, ამ პრაქტიკას მიმართავენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, ამ პრაქტიკას მიმართავენ ხშირად კრიმინალები, ამ პრაქტიკას მიმარ...
1758028207
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7080 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7051 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1758027836
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია პაატა ბურჭულაძეზე: 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში ხელისუფლება გადაიბაროს, ნეპალის მოვლენებზე ანიტა ხაბეიშვილებისა და კოლექტიური ბურჭულაძეების კომენტარები ამორალურია
„პაატა ბურჭულაძის განცხადება სერიოზულად როგორ უნდა აღვიქვათ? 4 ოქტომბერს აპირებს ხელისუფლების გადაბარებას? 3 ოქტომბერს ადრე დაიძინოს, რომ 4-ში გადაიბაროს“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა,...