დააკავეს მეწარმე, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა თევზის კონსერვით, რომელთა ნაწილის ექსპერტიზაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ტოქსიკურობის გამო
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გუგა თავბერიძემ განაცხადა, საწარმოს ჩხრეკისას ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს „ბატონო“-ს ხელმძღვანელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“. აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის საწარმოს ჩხრეკისას, ამოღებულია 17 241 ერთეული ფალსიფიცირებული თევზის კონსერვი. ასევე დადგინდა, რომ პროდუქციის დამზადებისა და ნედლეულის შენახვის პირობები კრიტიკულად არ შეესაბამებოდა სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ამოღებულ პროდუქტებზე ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, კონსერვი არ აკმაყოფილებს მიკრობიოლოგიურ სტანდარტებს და უვარგისია მოხმარებისთვის. რიგ შემთხვევებში ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, რადგან პროდუქცია მაღალი ტოქსიკურობის გამო საფრთხეს უქმნიდა თავად ექსპერტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, დადგინდა, რომ კონსერვის შიგთავსი, თევზის ხორცის მასური წილითა და ენერგეტიკული ღირებულებით, არ შეესაბამება ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი პროდუქციის გამოვლენისა და ამოღების მიზნით“, - აღნიშნა თავბერიძემ.
1771582463
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამარ...
1771582339
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს
„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მი...
1771582254
საზოგადოებაკახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტი...
1771581876
ახალი ამბებიპროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ...
1771579988
ახალი ამბები„შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 21-23 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინ...


























