გლდანის მერვე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა
გლდანის მერვე მიკრორაიონის N13 კორპუსთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. სამუშაოები, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ჩატარდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„გლდანის მე-8 მიკრორაიონში, N13 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია წესრიგდება. აქ ძალიან კარგი პარკი გაშენდება. სამუშაოები, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობა ახორციელებს, დაწყებულია და აგვისტოში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებულია მოსასვენებელი პავილიონების მოწყობა, ასევე, პატარებისთვის გაკეთდება ატრაქციონები, სასეირნო ბილიკები, განათების ბოძები, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა. აქ იყო უკანონო შემოღობვები და მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას თანამშრომლობისთვის, რადგან ხდება ამ სივრცეების გამოთავისუფლება. ასევე, განხორციელდება უსახური ფარეხების დემონტაჟი, სადაც ავტომობილებისთვის მოეწყობა საპარკინგე არეალი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, საქანელა სკამები, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაიგება რულონური ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები.
გარდა ამისა, მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, განხორციელდება უკანონო შემოღობვისა და ავტოფარეხების დემონტაჟი და მოეწყობა საპარკინგე სივრცე.
აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 783 000 ლარი დაიხარჯება.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში მიხეილ რეხვიაშვილი იმყოფებოდა.
1771583720
ახალი ამბებიდააკავეს მეწარმე, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა თევზის კონსერვით, რომელთა ნაწილის ექსპერტიზაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ტოქსიკურობის გამო
საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველო...
1771582463
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამარ...
1771582339
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს
„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მი...
1771582254
საზოგადოებაკახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტი...
1771581876
ახალი ამბებიპროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ...


























