კახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს
„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებული განცხადება.
მისი თქმით, ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს.
„ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი როგორ მუშაობს, საიდან იმართება, ვინ აფინანსებს, რა ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები? ვფიქრობ, საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი. ის პროპაგანდა, რასაც ვისმენთ ბოლო წლების, თვეების განმავლობაში, ყველამ კარგად ვიცით, რას ემსახურება - არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს.
მათ თავიანთი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით - აქვთ სურვილი, რომ ქვეყანა გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მათი ინტერესების გასატარებლად და დასაცავად. ისინი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს იყენებენ სხვადასხვა მეთოდით.
ეს შეიძლება იყოს პროვოკაციული ქმედებები; მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე საუბრობენ და ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას; შეიძლება იყვნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც დაფინანსებას გარედან იღებენ და კონკრეტული დავალებები აქვთ, თუ რა უნდა გააკეთონ ქვეყნის წინააღმდეგ და ა.შ.“- განაცხადა კახა კალაძემ.
1771582463
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამარ...
1771582254
საზოგადოებაკახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტი...
1771581876
ახალი ამბებიპროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ...
1771579988
ახალი ამბები„შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 21-23 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინ...
1771579217
ახალი ამბებიკალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ 182 მონაკვეთზე (კალა-უ...



























