პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდა და თითქოსდა მაღალი ხარისხის მასალების შესაძენად და ვალდებულების სწრაფად შესასრულებლად, თანხის წინასწარ გადაცემა მოითხოვა. ბრალდებულმა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო დაზარალებულის მიერ გადაცემული თანხა, 165 900 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა.

ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771583720

ახალი ამბები

დააკავეს მეწარმე, რომელიც შსს-სა და თავდაცვის სამინისტროებს ამარაგებდა თევზის კონსერვით, რომელთა ნაწილის ექსპერტიზაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა მისი ტოქსიკურობის გამო

საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველო...

დააკავეს მეწარმე

1771582463

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამარ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1771582339

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს

„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მი...

კახა კალაძე

1771582254

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტი...

კახა კალაძე

1771581876

ახალი ამბები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ...

პროკურატურა