ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუ ევროკავშირის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხები მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება

ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ისევე, როგორც ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ, დამასკოს ახალი მთავრობის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა არ მოსთხოვა, იგივე მოხდა ნაურუსთან დაკავშირებითაც.

„ძვირფასო კოლეგებო, უკანასკნელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა მსხვილი ქვეყნების ერთგულების სისუსტე საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების მიმართ, ისეთის, როგორიცაა ტერიტორიულ მთლიანობა. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერაა ოკუპირებული, ხოლო ასეულობით ათასი იძულებით გადაადგილებული ქართველი ტრავმირებულია და ეს სამ ათეულ წელზე მეტხანს გრძელდება.

ადგილზე ვითარებას უფრო ამძიმებს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ე.წ. „ხელისუფლება“, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე განათლების მიღებას უკრძალავს. საოკუპაციო ძალები ქართული ეკლესიების სისტემური ცვლილებებითა და გადაღებვით არიან დაკავებულნი, ისინი მიზანმიმართულად შლიან ქართულ რელიგიურ და კულტურულ ნაკვალევს იმ მიწაზე, რომელიც ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი იყო მთელი ისტორიის განმავლობაში. გატაცებები, გამოძალვები და ქართველი მოქალაქეების მკვლელობებიც კი, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს ცხოვრობენ, რუსული ძალების მხრიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

ამასთან დაკავშირებით ზოგი ქვეყნის მთავრობების, რომლებიც საქართველოს მეგობრებს უწოდებენ საკუთარ თავს, ყოყმანი, უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს. დღემდე მრავალი ევროპული ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ყოფნის აღწერისას თავს იკავებს ტერმინ „ოკუპაციის“ ოფიციალური გამოყენებისგან. უფრო მეტიც, საერთაშორისო სამართლის მდგრადი მცველების პოზიციონირებით მათ მეგობრულ ურთიერთობები აქვთ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს მოსკოვის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ, რითაც საერთაშორისო სამართალს არღვევენ.

აი, ორი ნათელი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა 2026-2027 წლებისთვის სირიისთვის ფინანსური დახმარების მსხვილი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც 600 მილიონ ევროს აღემატება. თუმცა, ევროკავშირმა ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ დამასკოს ახალ მთავრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა არ მოსთხოვა.

იგივე ეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევის კიდევ ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერას - წყნარ ოკეანეში მდებარე ნაურუს. ნაურუ ევროკავშირის წყნარი ოკეანის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამაშია ჩართული, GLobal Gateway-ის ინიციატივა და ა.შ., რომლებიც კლიმატური მდგრადობის, მდგრადი განვითარების, საჯარო ფინანსების მმართველობაზეა ორიენტირებული. გამოყოფილი თანხების საერთო მოცულობა მილიონობით ევროს აღწევს. ამ შემთხვევაშიც ევროკავშირმა არ მოუწოდა ნაურუს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ტერიტორიული მთლიანობის დამრღვევებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს უფრო უთხრის ძირს. ამიტომ ნებისმიერი ფინანსური დახმარება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დამრღვევებს გადაეცემათ, მის მიერ ძირითადი ნორმების პატივისცემას უნდა უკავშირდებოდეს“, - განაცხადა სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771582339

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველამ კარგად ვიცით, რომ ის პროპაგანდა, რასაც საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში ისმენს, არ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ქართველ ხალხს

„საზოგადოებამ ძალიან კარგად გააანალიზა ყველაფერი, კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და ვინ არის ამ ყველაფრის დამფინანსებელი“, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტ გურამ როგავას მი...

კახა კალაძე

1771582254

საზოგადოება

კახა კალაძე: თბილისთან დაკავშირებით მგონი კითხვები არ არსებობს. უამრავი პროექტი განხორციელდა ბოლო წლებში და სამომავლოდაც ბევრი მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დაგეგმილი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში პროექტები აქტიურად ხორციელდება და სამომავლოდაც არაერთი სამუშაოა დაგეგმილი. ამის შესახებ მან მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომელიც პარლამენტი...

კახა კალაძე

1771581876

ახალი ამბები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ...

პროკურატურა

1771579988

ახალი ამბები

„შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 21-23 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 თებერვალს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინ...

გაზაფხულის ამინდი

1771579217

ახალი ამბები

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ179-კმ 182 მონაკვეთზე (კალა-უ...

მოძრაობა აღდგა