მამუკა მდინარაძე: დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს
დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
მამუკა მდინარაძემ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს წარმატებები უსურვა.
„მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც იცნობს და არ იცნობს მას, ამაში ყველა დარწმუნებულია. ასეთი იყო ღვთის ნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს. მართლაც ძალიან რთულია, ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1778576574
ახალი ამბებიაშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა
აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლ...
1778575187
ახალი ამბები„374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა“- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებ...
1778575000
ახალი ამბებიავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი: საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ
„მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბ...
1778574846
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „სამართალდამცველების მიერ...
1778573610
ახალი ამბებიკომპანია „დისქავერის“ დამფუძნებელი: საქართველოში საერთაშორისო ავიარეისების რაოდენობა ზრდადია - ავიაკომპანიები ეტაპობრივად ზრდიან ფრენების სიხშირეებს
„ვიმედოვნებ, რომ მაისის ბოლოსთვის გლობალური გამოწვევები დაძლეული იქნება, ჩვენ მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით და ფრენების რაოდენობაც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, - ამის შესახებ კომპანია „დისქავერის“...





























