მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება

ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი, რადგან არ შეიძლება მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან, რომელიც ქვეყნიდან ვისგან მომდინარეობს დარტყმა, სამწუხაროა, ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე. ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი. არ შეიძლება, მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში, მერე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენს ურთიერთობებს. პარადოქსულია ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, ისინი მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778577555

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: 142-ე პატრიარქის არჩევა მხოლოდ ქართული ეკლესიის შიდა საკითხი აღარ არის, ეს არის მოვლენა, რომელსაც ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთლიანად მართლმადიდებლურ სამყაროში

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალური ქსელით ეხმაურება შიო მესამის არჩევას ახალ კათოლიკოს-პატრიარქად და წერს საერთაშორისო გამოხმაურებების შესახებ. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გამოც...

დავით ქართველიშვილი

1778577320

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: დღეს მართლაც ისტორიული დღეა... მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს

„დღეს მართლაც ისტორიული დღეა, მინდა ძალიან გულწრფელად მივულოცო პატრიარქს“, - განუცხადა „ქრონიკას“ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარა...

მამუკა მდინარაძე

1778576574

ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო საქართველოში: შეერთებული შტატები გულითადად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის არჩევა

აშშ-ის საელჩო საქართველოში შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. როგორც საელჩოს მისალოც წერილშია აღნიშნული, ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლ...

პატრიარქის შიო

1778575187

ახალი ამბები

„374 000 აშშ დოლარი თაღლითურად მიისაკუთრა“- ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებ...

აა

1778575000

ახალი ამბები

ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი: საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ

„მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბ...

ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი