დავით ბახტაძე: ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან, კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება

 „ჩემი სამუშაო გამოცდილება მთლიანად დაკავშირებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტთან. კარგად ვიცნობ იმ გამოწვევებს, რომლებთანაც ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება. ასევე, კარგად ვიცნობ იმ საქმეს რომელსაც ვემსახურებით“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატმა დავით ბახტაძემ განაცხადა, რომელიც 2021 წლიდან სამტრედიის მერია.

დავით ბახტაძის თქმით, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა მისი მერობის პერიოდში, მათ შორის მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა და განხორციელდა მრავალბინიანი კორპუსების ფასადის რეაბილიტაცია.

„განვლილი პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაციის მიმართულებით 160 კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების ფასადების, სახურავების რეაბილიტაცია განხორციელდა. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები. ასევე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მრავალი პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, 34 სპორტული ინფრასტრუქტურის სპორტული ობიექტი მოეწყო. მათ შორისაა, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, ღია საკალათბურთო კაუჩუკის საფარიანი მოედნები, მინი საფეხბურთო მოედნები და ა.შ.“ - აცხადებს დავით ბახტაძე.

დავით ბახტაძის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია მუნიციპალიტეტისთვის, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები.

„სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს სანიაღვრე სისტემის გაუმართავი მდგომარეობა. რომელთან დაკავშირებითაც მრავალი პროექტი განხორციელდა, ამჟამადაც მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე სასმელი წყლისა და წყალარინების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც, ფაქტობრივად, საუკუნის პროექტია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის“, - განაცხადა დავით ბახტაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755702553

ახალი ამბები

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

 ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გზის საფარის მოწესრიგება გრძელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს 08:00 საათიდან 22 აგვისტოს 08:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯ...

საავტომობილო მოძრაობა

1755698447

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კლდიაშვილის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით NGO-ების დუმილზე: ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ

„ამაზრზენია ეს დამოკიდებულება - საკუთარ თვალში დირეს, რომ არ პოულობენ და სხვის თვალში ბეწვებს ეძებენ“, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვ...

პოლიტიკოსები

1755696201

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7000 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6981 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

 ვალუტის კურსი

1755694099

ახალი ამბები

წყალმოვარდნები, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოც ცნობით, 21 აგვისტოს ღამიდან დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ...

 წვიმა და ელჭექი

1755692506

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...

5 516 აბი არადეკლარირებული