საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრაზილიაში იმყოფება, სადაც პირველი შეხვედრა ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ჰუგო მოტასთან გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და მისი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს.
საუბრის თემას ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები წარმოადგენდა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე.
საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე მიაწოდეს ინფორმაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ბრაზილიის ხელისუფლებას, მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრის დასასრულს, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ბრაზილიის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.
საქართველოს დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარემ ბრაზილიელ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე წარუდგინა და აღნიშნა მათი ვიზიტის განსაკუთრებული მნიშვნელობა.
საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველო-ბრაზილიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, აგრეთვე საქართველოს ელჩი ბრაზილიაში ზურაბ მჭედლიშვილი.
1755692506
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1755689013
ახალი ამბები„დაამზადა და 2500 ლარის სანაცვლოდ გაასაღა 11 700 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადები“ - პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამო...
1755688007
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან განსხვავებით, არის პლატფორმები, სადაც საღად აფასებენ მოვლენებს, ეს მაძლევს იმედს, რომ იდეოლოგიურად მოტივირებული დეპუტატების განცხადებას რეალური შედეგები არ ექნება
„ღიმილის მომგვრელია, როდესაც ის ადამიანები აკეთებენ მსგავსი ტიპის შეფასებებს, რომლებიც გასული საპარლამენტო არჩევნების დღეებში და მომდევნო პერიოდებში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი არჩევნების და ხელისუფლების...
1755685048
ახალი ამბებიბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებენ. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართვ...
1755684027
ახალი ამბებიმე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შსს-ს საგა...