მებაჟე ოფიცრებმა სარფში 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატისა და 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის მალულად შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, 807 კაფსული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი და 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 856 ლარი შეადგინა.

სამართალდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, აღნიშნული არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.

საქმის მასალები (ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმართ) შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755682865

ახალი ამბები

წელს, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2025 წელს დაიწყება და 2028 წლამდე გაგრძელდება ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციის დროს სრულად გამაგრდება ს...

წელს, ზუგდიდის დადიანების სასახლეების დედოფლისეული რეზიდენციის რეაბილიტაცია დაიწყება

1755681294

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრობით

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ევრობიუროკრატიის როლი საქართველოში იყო არა მშვიდობის დახმარება, მშვიდობისკენ მიმავალი ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ მცდელობა, ეს ხელისუფლება შეცვლილიყო მარიონეტული მთავრო...

დავით მათიკაშვილ

1755679470

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ლევან გაჩეჩილაძემ ქართულ საზოგა...

ირაკლი კობახიძე

1755678503

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს

ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა და...

ირაკლი კობახიძე

1755677362

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული პ.შ. დააკავეს, - ინფო...

დაკავებადაკავება