დავით ჩიხელიძე: დღეს ევროპა დემოკრატიის დაკარგვის გაწერილ სცენარს ასრულებს, რომლის საბოლოო მიზანი სწორედ გლობალური კორპორაციული მმართველობის დაკანონებაა

ბატონი ზაზა შათირიშვილის მიერ წარმოდგენილი ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ სისტემურ პროცესს, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება ევროპაში. დღეს, ევროპული დემოკრატიული არქიტექტურის გამიზნული დანგრევა და მისი კორპორაციული მმართველობის მოდელით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ გეგმის ცენტრალური ინსტრუმენტია, ისინი იმ კონკრეტულ ნარატივს ამზადებენ, რომელიც ახალი, არაფორმალური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ სისტემურად შექმნილი ჩავარდნების საჯაროდ დემონსტრირების ახალი ეტაპია. ამ კვლევის გამოქვეყნება ნიშნავს არა პრობლემაზე რეაგირებას, არამედ „დანაშაულის აღიარებას“ რომელიც თავადვე მოახდინეს, რათა შემდეგ ხალხს შესთავაზონ ერთადერთი, თითქოსდა „სწორი" გამოსავალი.

„ბატონი ზაზას მიერ წარმოდგენილი ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ სისტემურ პროცესს, რომელიც უკვე წლებია ხორციელდება ევროპაში. დღეს ევროპაში, ევროპული დემოკრატიული არქიტექტურის გამიზნული დანგრევა და მისი კორპორაციული მმართველობის მოდელით ჩანაცვლება მიმდინარეობს. Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ გეგმის ცენტრალური ინსტრუმენტია, ისინი იმ კონკრეტულ ნარატივს ამზადებენ, რომელიც ახალი, არაფორმალური რეჟიმის ლეგიტიმაციისთვის არის საჭირო. უკვე წლებია ევროპაში ელიტები, ოლიგარქიული ოჯახები ახდენენ პოლიტიკური სივრცის კონტროლირებას ისეთი ინსტრუმენტებით, რომლებიც დემოკრატიის მხოლოდ ფორმალურ და გარეგნულ ფორმებს ინარჩუნებს. ეს არის მოჩვენებითი პლურალიზმი, მოჩვენებითი პოლიტიკური კონკურენცია, მოჩვენებითი მმართველობითი პასუხისმგებლობა.

Ipsos-ის კვლევა სწორედ ამ სისტემურად შექმნილი ჩავარდნების საჯაროდ დემონსტრირების ახალი ეტაპია. ამ კვლევის გამოქვეყნება ნიშნავს არა პრობლემაზე რეაგირებას, არამედ „დანაშაულის აღიარებას“ რომელიც თავადვე მოახდინეს, რათა შემდეგ ხალხს შესთავაზონ ერთადერთი, თითქოსდა „სწორი" გამოსავალი. ეს „გამოსავალი“ კი არის არა დემოკრატიის გამთლიანება, არამედ მისი ოფიციალური გაუქმება და სამუდამოდ დაკონსერვება. თუ ბოლო ათწლეულების პროცესებს გავაანალიზებთ, ევროკავშირის ერთიან პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკური სტანდარტების ხელოვნურ რესტრუქტურიზაციას, ენერგოპოლიტიკის თვითდესტრუქციულ მიმართულებას, ევროპის სოციალური სისტემის შეგნებულ დაშლას დავინახავთ, რაც ერთ მიზანს, ევროპის და ევროპული სახელმწიფო სტრუქტურების დასუსტებას ემსახურებოდა.

როდესაც სახელმწიფო სუსტდება, პოლიტიკა ავტომატურად გადადის კერძო ძალაუფლების ხელში. ხოლო როდესაც კერძო ძალა არის კონცენტრირებული რამდენიმე გლობალურ კორპორაციაში, მმართველობის ლოგიკა გარდაუვალად იღებს კორპორაციული რეჟიმის კონტურებს. Ipsos-ის კვლევა ერთი ფრაზით ჯამდება, დემოკრატია აღარ მუშაობს, საჭიროა ახალი სისტემა. კორპორაციული მმართველობის მოდელი, რომელიც კულისებს მიღმა უკვე ჩამოყალიბებულია, ეფუძნება მარტივ პრინციპს: ევროპის ქვეყნები და ხალხები გადაიქცნენ „ფილიალებად“, ხოლო კონტინენტი, ერთ დიდ გლობალურ კორპორაციად, რომელსაც მართავენ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი. კორპორაციული მმართველობის თემის გააქტიურება საყურადღებოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან: თუ ევროპა საბოლოოდ გადაიქცევა კორპორაციულ სისტემად, ეს ცვლილება არ შეჩერდება ევროკავშირის საზღვრებთან, იგი გავრცელდება პარტნიორ ქვეყნებშიც. საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ იმ მოდელის „პერიფერიული ოფისი“, სადაც პოლიტიკური სუვერენიტეტი არც მთავრობას და არც ხალხს არ ექნება. ბატონი ზაზას ანალიზი სრულიად ლოგიკური და წინასწარმეტყველურია, დღეს ევროპა დემოკრატიის დაკარგვის გაწერილ სცენარს ასრულებს, რომლის საბოლოო მიზანი სწორედ გლობალური კორპორაციული მმართველობის დაკანონებაა“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763369962

ახალი ამბები

საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით - გარემოს ეროვნული სააგენტო

საქართველოს ტერიტორიაზე ამ დრომდე ფიქსირდება ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) მომატებული კონცენტრაცია, რაც განპირობებულია ქვეყანაში სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით, -...

ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მომატებული კონცენტრაცია,

1763368812

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ

საქართველოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება....

შალვა პაპუაშვილი

1763367579

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციული ბიურო უქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,...

შალვა პაპუაშვილი

1763367094

ახალი ამბები

შს სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილ...

შსს

1763365004

მსოფლიო

სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე როდესაც არის საუბარი მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი ზელენსკის მთავრობაა!

„უკრაინაში არის ასეთი პოლიტიკოსი, პოდოლიაკი მიხაილო, ზელენსკის ასისტენტია, ანუ Dummer August-ი! გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა და მისი განცხადებები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტები...

დიმიტრი სამხარაძე