შს სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტი უკვე წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს.
შემუშავებული ცვლილებების თანახმად: 👇
⏺ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი (ფუჭი) ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში მისი საქართველოში შემოტანა დაექვემდებარება ნებართვას
⏺მოქალაქის მიერ ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე. ამასთან, ძალაში რჩება მოქმედი ნორმები, რომლითაც ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნისთვის მხოლოდ პოლიციის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე უშვებს
⏺ გარდა ამისა, პოლიციას ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს აკუსტიკური იარაღის შეძენაზე შეზღუდვები, როგორც რაოდენობის, ისე შეძენის პერიოდულობის კუთხით
⏺გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) იმპორტი დაექვემდებარება ნებართვას
⏺გაზის აეროზოლური მოწყობილობის (წიწაკის სპრეი) შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობა) წარდგენის საფუძველზე
⏺ გარდა ამისა, ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები, საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, შეძლებენ ელექტროშოკური მოწყობილობის შემოტანას და გამოყენებას
1763367579
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ანტიკორუფციული ბიურო უქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ,...
1763365004
მსოფლიოსამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე როდესაც არის საუბარი მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი ზელენსკის მთავრობაა!
„უკრაინაში არის ასეთი პოლიტიკოსი, პოდოლიაკი მიხაილო, ზელენსკის ასისტენტია, ანუ Dummer August-ი! გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა და მისი განცხადებები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტები...
1763362853
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი „იგლ ჰილსთან“ შეთანხმების კონფიდენციალობაზე: ასეთი ხელშეკრულების საჯაროობის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „იგლ ჰილთან“ გაფორმებული შეთანხმება სწორედ ინვესტორის მოთხოვნით გახდა კონფიდენციალური. „უფრო მეტად იმის ახსნა...
1763362107
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...
1763361401
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი
„ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყ...































