„მოდით, ერთად ვილოცოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ომისგან განადგურებულ უკრაინაში“ - რომის პაპი

 რომის პაპმა ლეო XIV-მ სამძიმარი გამოთქვა უკრაინაში ბოლო დროს მომხდარი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო.

როგორც პაპის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, იგი „მწუხარებით ადევნებს თვალყურს უკრაინის მრავალ ქალაქში, მათ შორის კიევში, განხორციელებული თავდასხმების შესახებ ამბებს“.

„ეს თავდასხმები კლავს და აზიანებს ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს, და სერიოზულ ზიანს აყენებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რის გამოც ოჯახები უსახლკაროდ რჩებიან ცივი ამინდის დადგომასთან ერთად“, - დასძინა მან.

რომის პაპმა განაცხადა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულებს და მოუწოდებს მათ, არ შეეჩვიონ ომსა და ნგრევას.

„მოდით, ერთად ვილოცოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ომისგან განადგურებულ უკრაინაში“, - დაასკვნა მან.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ მადლობა გადაუხადა პაპს ლოცვისა და თანაგრძნობისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ.

„ჩვენ ვაფასებთ პაპის მოწოდებას, არ შევეჩვიოთ ამ ტერორს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გაერთიანდეს და მოითხოვოს, რომ აგრესორმა დაასრულოს ეს ომი“, - დასძინა მან X-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763316377

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას

 ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, ამ შემთხვევაში მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვი...

მარიამ ლაშხი

1763316315

საზოგადოება

გივი მიქანაძე: კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი გამოეწვიათ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებში

 კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაც...

გივი მიქანაძე

1763316192

საზოგადოება

შარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა

 როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...

თენგიზ შარმანაშვილმა.

1763311804

საზოგადოება

გიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე

 ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...

გიორგი აბაშიშვილი

1763311706

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული

 ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...

ირაკლი ნადარეიშვილი