ირაკლი ნადარეიშვილი: ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. ჩვენი როლი ამ შემთხვევაში არის პასიური. ბიზნესის მართვას განახორციელებს „იგლ ჰილსი“, ეს მათი პრეროგატივაა
როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, ეს არის ის პარტნიორობა, როდესაც სახელმწიფო არის ერთობლივი კომპანიის პარტნიორი. 33,33% სახელმწიფოს აქვს ამ კომპანიაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი საკმაოდ რთული და საინტერესო იყო.
„მოლაპარაკებები 9 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ძალიან კარგი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ეკონომიკის სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ. გვყავდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, რომელიც მხარდაჭერას უწევდა ამ პროექტის მიმდინარეობას მოლაპარაკებების ნაწილში. ვფიქრობ, რომ ასეთი მოდელი მომავალში სხვადასხვა პროექტისთვის ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს, მათ შორის ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტისთვის, სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მონაწილეობა.
ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, დაახლოებით 2 წლის წინ სახელმწიფოს მონაწილეობით საქართველოსა და რეგიონში პირველად შემოვიყვანეთ ამერიკული ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც რთული და წარმოუდგენელი იყო. სახელმწიფო მონაწილეობს ამ პროექტში, როგორც პასიური ინვესტორი და სახელმწიფოს მონაწილეობამ განაპირობა ის, რომ დანარჩენი ინვესტორები არის სრულად კერძო სექტორი, მათ შორის ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ ხუთეულში შედის“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში, არის ნამდვილად ღიმილის მომგვრელი.
„ჩვენი როლი ამ შემთხვევაშიც არის პასიური. ბიზნესის მართვას განახორციელებს „იგლ ჰილსი“, ეს მათი პრეროგატივაა, თუმცა სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე, მაგალითად სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობით მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს უზრუნველვყავით ის, რომ არის საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ამიტომ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული“, - განმარტა ირაკლი ნადარეიშვილმა.
1763316377
საზოგადოებამარიამ ლაშხი: ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას
ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ოფიციალური დაწესებულებაა, პირს აქვს შრომითი ხელშეკრულება და ორ ადგილზე უნდა მუშაობა, ამ შემთხვევაში მან უნდა შეუთანხმოს ხელმძღვანელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვი...
1763316315
საზოგადოებაგივი მიქანაძე: კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი გამოეწვიათ რეპეტიტორული საქმიანობით დაკავებულ ადამიანებში
კონკრეტულმა ჯგუფებმა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია იმისთვის, რომ დისონანსი და უკმაყოფილება გამოეწვიათ იმ ადამიანებში, რომლებიც რეპეტიტორული საქმიანობით არიან დაკავებული, - განაცხადა გადაც...
1763316192
საზოგადოებაშარმანაშვილი გახარიაზე: მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა
როდესაც ჯაჭვის ერთი რგოლი გაქვს, შეიძლება ვერ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე, მაგრამ მთელ ჯაჭვს რომ გადავხედოთ, ნათელი ხდება, რომ ის თავისით არ მოქმედებდა, მასზე ჰქონდათ გავლენა, - განაცხადა გადაცემაში „...
1763311804
საზოგადოებაგიორგი აბაშიშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საცხოვრებელი ფართების მიღმა იქნება კომერციული და სარესტორნო ფართები, იახტკლუბი, სასტუმროს ნომრები - როგორ შეიძლება საერთო ინვესტიცია გაყო მარტივი არითმეტიკით, გარკვეული ტიპის კვადრატულობაზე
ყველა ტიპის ფასი, რომელიც მე მოვისმინე აქამდე, გამოთვლის ფორმულირებასაც ასახელებდნენ, იქ ნათლად ჩანდა მთავარი აბსურდი - აღებულია საერთო ინვესტიციის თანხა და გაყოფილია საცხოვრელებელი ფართების კვადრატუ...
1763311706
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული
ბუნებაში არ მოიპოვება მსგავსი ტიპის კომერციული ხელშეკრულებები, რომლებიც არის საჯარო, ვინაიდან უმეტესწილად კერძო კომპანიის „იგლ ჰილსის“ ინტერესს წარმოადგენს, რომ დეტალები არ იყოს გასაჯაროებული, - განა...



























