სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე როდესაც არის საუბარი მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი ზელენსკის მთავრობაა!
„უკრაინაში არის ასეთი პოლიტიკოსი, პოდოლიაკი მიხაილო, ზელენსკის ასისტენტია, ანუ Dummer August-ი! გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა და მისი განცხადებები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! სიახლეც არ არის, რომ არც უკრაინელ მონებს არ აცვლევინებენ ტექსტს და ტყუილს, დეზინფორმაციას ავრცელებინებენ!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.
სამხარაძის განცხადებით, ზელენსკი პროფესიონალურად ასრულებს კრემლის და ევროპელ ჩინოვნიკთა დავალებებს, რამდენადაც არცერთ მხარეს არ აწყობს ძლიერი უკრაინა მეზობლად.
მისივე თქმით, ის რომ მათ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება სურთ, ლოგიკურია, რამდენადაც მათ კაპიტულანტი სააკაშვილის გამოცდილება ნამდვილად სჭირდებათ.
„ზოგადად მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა! სხვისი ინტერესების გატარების სანაცვლოდ, საკუთარ მოსახლეობას რომ წირავს და უკრაინის სახელმწიფოს ანადგურებს! პროფესიონალურად ასრულებს პუტინის და კორუმპირებული ევროპელი ჩინოვნიკების ოცნებას. როგორც რუსეთს, ისე ევროპასაც არ აწყობს, ძლიერი უკრაინა ესაზღვრებოდეს და ამ ცირკში, კლოუნთა დასი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასაშლელად! ამ Dummer August-ს რომ დავუბრუნდეთ, ამათი პრიორიტეტი და დღის წესრიგი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ყოფილაო, ლოგიკურიც არის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ავანტიურის დამწყები და მერე კაპიტულიანტი სააკაშვილის გამოცდილება ნამდვილად სჭირდებათ. თუ კაპიტულაციის გამოცხადებას აპირებენ, ჯალათი სააკაშვილი კარგი მასწავლებელი იქნება! თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ! საქართველოს ჰყავს ეროვნული, პრო-ქართული ხელისუფლება! გუნდი, რომლის სათავეშიც ერისკაცი ბატონი ბიძინა ივანიშვილია, პრემიერი ირაკლი კობახიძე, ქართველები, რომელთა მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ინტერესების დაცვაა, დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნება და ჯალათი სააკაშვილი, სულ რომ ბოლომდე გადაისხათ, პასუხს აგებს ქართულ ციხეში, საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო! რაც შეეხება კლოუნებს, ტექსტი არ შეცვალოთ“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
1763362107
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...
1763361401
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი
„ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყ...
1763360233
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საქართველოს მტრებს არ მოსწონთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება და ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის
უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ქმნის ეკონომიკური წინსვლისა და აღმშენებლობის დამატებით მნიშვნელოვან გარანტიებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...
1763358236
ახალი ამბებიზუკა რურუა ეროვნული ნაკრების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: მათ განცხადებებს და ბულინგს უკვე არანაირი ძალა არ აქვს - ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ
ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. რურუა გამო...
1763357352
ახალი ამბებირიმა ბერაძე Eagle Hills-ის პროექტზე: ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში
„ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ Eagle Hills-ის პროექტზე სა...































