კახა კალაძე: ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან Eagle Hills-ის პროექტს - ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ.

„ოპონენტები არაბულ ინვესტიციას იმიტომ ეწინააღმდეგებიან საქართველოში, რომ პროექტს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა მოაქვს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოში მსგავსი მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.

„აღნიშნულთან პროექტთან დაკავშირებით არაერთხელ გამიკეთებია განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი განხორციელება. არ ვიცი, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამ ტიპის ინვესტიციებს შეეწინააღმდეგო. მის განხორციელებას მხოლოდ და მხოლოდ პლუსები და პოზიტივი აქვს. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. საქართველოში ამ მასშტაბის პირდაპირი ინვესტიცია არასდროს განხორციელებულა.

2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და არც მანამდე მახსოვს, რომ მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია შემოსულიყო ქვეყანაში.

ყველას კარგად გვესმის, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტს - იმიტომ, რომ ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ქართული კომპანიების გაძლიერება და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ პლუსები აქვს აღნიშნულ ინვესტიციას საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763367094

ახალი ამბები

შს სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილ...

შსს

1763365004

მსოფლიო

სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე როდესაც არის საუბარი მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი ზელენსკის მთავრობაა!

„უკრაინაში არის ასეთი პოლიტიკოსი, პოდოლიაკი მიხაილო, ზელენსკის ასისტენტია, ანუ Dummer August-ი! გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა და მისი განცხადებები ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტები...

დიმიტრი სამხარაძე

1763362853

ახალი ამბები

ირაკლი ნადარეიშვილი „იგლ ჰილსთან“ შეთანხმების კონფიდენციალობაზე: ასეთი ხელშეკრულების საჯაროობის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „იგლ ჰილთან“ გაფორმებული შეთანხმება სწორედ ინვესტორის მოთხოვნით გახდა კონფიდენციალური. „უფრო მეტად იმის ახსნა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1763362107

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...

მაკა ბოჭორიშვილი

1763361401

ახალი ამბები

ზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი

„ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყ...

ზაზა შათირიშვილი