დავით ჩიხელიძე: იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი
„საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს. მანვე აღნიშნა, რომ „პირველი ქმრის“ გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს, პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში.
„საერთაშორისო ფორმატის ღონისძიებაზე, ყოველთვის მოქმედებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროტოკოლი. ამ ტიპის სამიტებზე ტრადიციულად მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს მეთაური ქალი პრეზიდენტია, მას ოფიციალურად წარმოადგენს მისი მეუღლე (ქმარი) სწორედ ამ სტანდარტულ და დამკვიდრებულ პრაქტიკას გულისხმობს საქართველოს პირველი ლედი. ამ კონტექსტში ტერმინი „პირველი ქმარი“ სრულიად ბუნებრივი და საერთაშორისო დიპლომატიურ და საზოგადოებრივ პრაქტიკაში მიღებული ტერმინია. რომელიც გამოიყენება ანალოგიურად, როგორც „პირველი ლედი“ გენდერული შესაბამისობის გათვალისწინებით. მსოფლიოში არაერთი მაგალითია, როდესაც ქალ პრეზიდენტებს ჰყავთ ოფიციალურად ასე მოხსენიებული მეუღლეები. ეს არ არის არც ახალი და არც გამონაკლისი მოვლენა, ეს არის თანამედროვე პოლიტიკურ-დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილი, რომელიც ასახავს გენდერულ ბალანსს და ინსტიტუციურ თანასწორობას. „პირველი ქმრის“ გამოყენებაში არანაირი უხერხულობა ან უჩვეულობა არ არსებობს პირიქით, ეს არის ნორმა საერთაშორისო მაღალი დონის ღონისძიებებსა და ოფიციალურ კომუნიკაციაში“, - წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
1774528182
ახალი ამბებიგიგლა თამაზაშვილი: გადასახდელი თანხის დაახლოებით 80%-ს სახელმწიფო ფარავს
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება საირიგაციო წყლის მიწოდების მომსახურების საფასურის სუბსიდირების პროგრამა. ცვლილების მიზანია წყლის რესურსების უფრო რაციონალურად გამოყენებ...
1774527259
ახალი ამბებივარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი თბილისის 124-ე სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ახალგაზრდებისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს. საუბა...
1774525738
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინ...
1774522763
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თვალს ვადევნებთ ევროპის კონტინენტის რუსეთიზაციის უმძიმეს პროცესს, არა „რუსულ გადადებას“ ევროკავშირში და არა „რუსულ კანონს“ ბრიტანეთში
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ევროკომისიისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კერძოდ, ევროკომისიამ გადადო წინადადე...
1774521602
ახალი ამბებიკახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ
„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარი...




























