დავით ჩიხელიძე: „ჯიპას“ უნივერსიტეტი გადაიქცა უცხოური სტრუქტურების პლატფორმად, სადაც აკადემიური პროცესის მიღმა მედიაპროექტებად შენიღბული პოლიტიკური ოპერაციები ხორციელდება

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში, საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დასავლური ფონდების საქმიანობის ტაქტიკის შეცვლას და დაფინანსების ახალი არხების შექმნას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უცხოური ფულის ნაკადი სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექცა, ზეწოლის გაგრძელება სხვა გზებით გადაწყდა - მათ შორის, აკადემიური სივრცის გამოყენებით.

მისივე შეფასებით, ბოლო ათ თვეში ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან გადმორიცხული 17 მილიონ ლარზე მეტი მიმართულია არა თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად, არამედ ხელოვნურად შექმნილი ონლაინ-პლატფორმების გასაძლიერებლად, რომლებიც პროტესტის იმიტაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და სახელმწიფო პროექტების დისკრედიტაციას ახორციელებენ.

„საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდგომ დასავლურმა ფონდებმა სწრაფად შეცვალეს მუშაობის ტაქტიკა. მას შემდეგ, რაც დაფინანსების არხები კონტროლის ქვეშ მოექცა, საქართველოზე ზეწოლის გაგრძელება სხვა გზებით გადაწყდა. სცენაზე ერთ ერთ მნიშვნელოვან რგოლად ჯიპას უნივერსიტეტი გამოდის. რომელიც უცხოური სტრუქტურებისთვის ახალი მოდელის პლატფორმად გადაიქცა, სადაც აკადემიური პროცესის მიღმა, „მედიაპროექტებად“ შენიღბული პოლიტიკური ოპერაციები ხორციელდება. შეიქმნა რიგი ფეიკ-მედია ორგანიზაციები, რომლებიც ფორმალურად ჟურნალისტურ ორგანიზაციებად პოზიციონირებენ, რეალურად კი რედაქციების „აგენტ-პროვოკატორების“ არიან, ფულად ანაზღაურებას იღებენ და უცხოელი კურატორებისგან მიღებული დავალებით მუშაობენ. ეს ჯგუფები არა ჟურნალისტურ სტანდარტებს, არამედ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო შეტევებს ემსახურებიან. სწორედ ამ მიზნისთვის, ბოლო ათი თვეში, ევროპული და ბრიტანული ფონდებიდან გადმორიცხული 17 მილიონ ლარზე მეტი თანხა მიმართულია არა თავისუფალი მედიის მხარდაჭერაზე, არამედ ხელოვნურად შექმნილი ონლაინ-პლატფორმების გასაძლიერებლად, რომლებიც პროტესტის იმიტაციას, დეზინფორმაციის გავრცელებას და სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების დისკრედიტაციას ახდენენ. ამ ახალი ქსელის ფუნქციაა მუდმივად შექმნას შიდა დაძაბულობა, დააყენოს ეჭვქვეშ ქვეყნის პოლიტიკური კურსი, ეკონომიკური სტაბილურობა და ნებისმიერი ეროვნული მნიშვნელობის ინიციატივა. სამუშაო მეთოდიც მარტივია „სტუდენტური პროექტების“, „ტრენინგების“ და „მედია-ინიციატივების“ ქვეშ იმალება კარგად ორგანიზებული, ტექნიკურად მომზადებული და ჰონორარებით დაფინანსებული აგენტურული ჯგუფები. გამჭვირვალობის კანონის მიღებას არ მოჰყოლია უცხოური წნეხის შემცირება, მხოლოდ ფორმა შეიცვალა. უცხოური ფული, საქართველოს წინააღმდეგ მუშაობას ახალი გზებით აგრძელებს“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763931371

საზოგადოება

გიორგი ხაინდრავა: სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ისაუბრეს და მან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება

მიხეილ სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი. ე.წ. ვარდების რევოლუციის დროს ჩამოფრინდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. დილით შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არ აპირებდა გადადგომას, ორი საათი ი...

ზოგადი

1763930840

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს, სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა

„ის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული პირველ რიგში სამშობლოს ღალატზე. მეორეხარისხოვანია, რომ ფულს იპარავდნენ. იმედი მაქვს სასამართლო ამ ყველაფერში გაერკვევა“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ, რომელიც 2...

ააა

1763929646

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ქართულ დიასპორას გუშინ შევხვდით რომში, იტალიის საელჩოში. კულტურული პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომ ჩვენს დიასპორებთან გვქონდეს პირდაპირი კავშირი

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...

თინათინ რუხაძე

1763929472

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რადგან არასოდეს ვატიკანში საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით ქართული სიტყვა, მრავალხმიანობა, სიმღერა, გალობა არ ყოფილა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რომიდან პირდაპირი ჩართვისას ვატიკანის საიუბილეო დღეებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ძალიან ამაღელვებელია ეს დღეები, რა...

თინათინ რუხაძე

1763927134

მსოფლიო

მედია: გერმანიის პოლიციამ გამთენიისას მამაკაცის სახლში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც მან X-ზე გამოქვეყნებულ, საგადასახადო სისტემის კრიტიკის შემცველ პოსტში საჯარო მოხელეებს „პარაზიტები“ უწოდა

„გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საჯარო მოსამსახურეებს „პარაზიტები“ უწოდა“, - წერს Anadolu AGency-ი. გამოცემის...

გერმანიის პოლიცია