დავით ჩიხელიძე „მოსკოვის მექანიზმზე“: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“ - ეს არის გარედან მართული მცდელობა
„ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის „შეხიდება“. ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძის შეფასებით, ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის, სად მთავრდება პარტნიორობა და სად იწყება გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგი. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, არც ერთხელ არ უნდა წამოეგო იმ „ანკესს“, რომელიც დასავლეთიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო გზით იქნა გადმოგდებული.
„ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ წარმოდგენილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში, უამრავ კითხვას ბადებს, ფორმალურად ეს ანგარიში საქართველოს დემოკრატიული გარემოს შეფასებას ემსახურება, თუმცა მისი შინაარსი და განსაკუთრებით რეკომენდაციები არის მიკერძოებული და რეალობისგან შორს დგას.
ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ანგარიშში პირდაპირ არის მოთხოვნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონის გაუქმებაზე. საუბარია „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ და „გამჭვირვალობის კანონზე“. ჩემთვის ეს მოთხოვნები მიუღებელია, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული ორი კანონი იცავს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს, მეორე მხრივ კი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე აქტიურად მუშაობენ ევროპული სახელმწიფოები, ისინი
ხშირად საუბრობენ გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენგან ითხოვენ იმ კანონის გაუქმებას, რომელიც გამჭვირვალობას და უცხოური გავლენების ჩარევის შემცირებას ემსახურება.
ეუთო/ოდირის ანგარიში არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომლის მიზანი შიდა პოლიტიკური პროცესების გამწვავება არის! ანგარიშის გამოქვეყნების დრო და ტონალობა მიუთითებს ერთადერთ მიზანზე: ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის ხელოვნური აწევა და რადიკალური ოპოზიციისთვის "შეხიდება". ეს არის გარედან მართული მცდელობა, შეიქმნას საფუძველი დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარებისთვის, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს.
ბოლო წლებში არაერთი მცდელობა ვიხილეთ, როდესაც საქართველოში რევოლუციის მოწყობას და პროვოცირებას
განსხვავებული ფორმით ცდილობდნენ. სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო კამპანია სწორედ იმაზე იყო გათვლილი, რომ ქვეყანაში დაძაბულობა ხელოვნურად გაზრდილიყო და საზოგადოება რადიკალურ სცენარებზე გადართულიყო. თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ ქართველი ხალხი გაცილებით ფხიზელი აღმოჩნდა.
ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის, სად მთავრდება პარტნიორობა და სად იწყება გარედან თავსმოხვეული დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ, არც ერთხელ არ წამოეგო იმ „ანკესს“, რომელიც დასავლეთიდან სხვადასხვა პოლიტიკური თუ საინფორმაციო გზით იქნა გადმოგდებული. ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა სტაბილურობისა და განვითარების სასარგებლოდ. ეროვნული ინტერესების უპირობო დაცვით და მმართველი გუნდის გონივრული პოლიტიკით, ქვეყანა აგრძელებს წინსვლას და განვითარებას. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერი მცდელობა საქართველოში რევოლუციური სცენარის განხორციელებისა საბოლოოდ მარცხისთვის არის განწირული“, - წერს ჩიხელიძე.
1777746402
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...
1777744132
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...
1777744085
საზოგადოებაპრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია
მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...
1777744021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...


























