შოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, მიზანია, აღნიშნული ხარჯები როგორ შემცირდეს.
„პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები. სწორედ ეს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის სამართლიანი ურთიერთობის ჩარჩოს შექმნას.
კომერციული ურთიერთობების ჩარჩოში მოქცევა საშუალებას მისცემს თითოეულ მოთამაშეს იცოდეს, კონკრეტულ პროდუქციაზე გადახდის როგორი პირობები უნდა იყოს. ჩვენი როლი არის მედიატორი, რომ ეს დალაგდეს ჯაჭვში და სამართლიანი იყოს.
დასკვნის მთავარი მიზანი იყო, რომ ობიექტურად აღგვეწერა სიტუაცია, ჩვენი მიზანი იყო, ობიექტურად პრობლემები დაგვენახა. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აგრესიული ჩარევის. ბრუნვის მიხედვით სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის 20%. მე როდესაც ვახსენე კაპიტალის წნეხი, ეს რას ნიშნავს, რომ ჯაჭვში არსებობს ლიკვიდობის მნიშვნელოვანი პრობლემა და აგრესიულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსელის ფინანსური სტაბილობის დარღვევა, შედეგობრივად მოგვიტანს ჯაჭვის ჩაშლას. ამ სექტორში ათიათასობით ადამიანია დასაქმებული, ამიტომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მიზნობრივი“, - აღნიშნა მან.
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...
1777742675
საზოგადოებაპრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით
პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...
1777741446
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკურ...
1777739457
საზოგადოებაპრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...
1777737011
საზოგადოება„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე
„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახე...



























