ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს.

არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ ობიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება“, - განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742675

საზოგადოება

პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...

ირაკლი კობახიძე

1777741446

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას

ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკურ...

შოთა ბერეკაშვილი

1777739457

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია

ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...

ირაკლი კობახიძე

1777737011

საზოგადოება

„ნიკორა სუპერმარკეტი“: ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე

„ნიკორა სუპერმარკეტი“, პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის“ და „დეილი ჯგუფის“ მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახე...

ნიკორა სუპერმარკეტი