ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში ხელისუფლება და ბიზნესი იყო „შეხმატკბილებული“, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
„შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ .
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე იქნება უსამართლო თამაშის წესები.
„რაც შეეხება ხელისუფლების და ბიზნესის შეხმატკბილებას, შეხმატკბილებას თუ ცუდ სიტყვად მოვიხსენიებთ, ასე იყვნენ „შეხმატკბილებული“ ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე დავინახავთ უსამართლო თამაშის წესებს. ამაზე შეჯერებული ვართ ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესშიც არის, რომ თუ რომელიმე სხვა მონაწილე ბიზნესის სექტორის უსამართლოდ იქცევა, ეს კეთილსინდისიერისთვის არის პრობლემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. თუ სადმე არის უსამართლო წესები ან წესებიდან გადახვევა და ა.შ. ბიზნესთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1777744021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...
1777742675
საზოგადოებაპრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით
პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...
1777741446
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას
ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკურ...
1777739457
საზოგადოებაპრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...



























