პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი. ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი ეკონომიკა დღეს რომ იყოს ლარში 104.5 მლრდ ლარის მაგივრად 200 მლრდ ლარი, რა თქმა უნდა, გვექნებოდა იგივე მოცემულობა, რაც არის საფრანგეთში დღეს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა.რაც შეხება იმას, ხელფასი ჩამორჩება ინფლაციას თუ პირიქით, მარტივი ციფრებია, ხელფასები გაიზარდა ამ 3 წლის განმავლობაში 47.9%-ით და სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 9.7%-ით. 5-ჯერ გაასწრო ხელფასების ზრდამ ინფლაციის ზრდას და ეს არის მარტივი მაჩვენებელი. ამას ვერ მოიტყუები. საშუალო ხელფასს ვერ მოიტყუები იმიტომ, რომ პირდაპირ დევს მონაცემები საშემოსავლო გადასახადის. შეიძლება რაღაც უწყებამ რაღაც მოიტყუოს, მაგრამ ადამიანები გადასახადს იხდიან. მილიონი ადამიანი იხდის გადასახადს, რომელიც არის პროპორციულად გაზრდილი. შესაბამისად, უტყუარი მაჩვენებელია ის, რომ მონაცემები ამ შემთხვევაში ასახავს რეალობას.რაც შეეხება ინფლაციას, აქაც პირდაპირ გადასახადებს იხდიან შესაბამისი კომპანიები, მათ შორის რითეილი და ა.შ. აქაც ინფლაციას ვერ მოტყუები გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადასახადებზეც აისახება.კიდევ ერთხელ, 5-ჯერ გაასწრო საშუალო ხელფასის ზრდამ და შესაბამისად, შემოსავლების და ხარჯების ზრდამ ინფლაციის მაჩვენებელს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777744021

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი

ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...

ირაკლი კობახიძე

1777742743

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...

ირაკლი კობახიძე

1777742675

საზოგადოება

პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა - ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოებამ მეტი გაიგოს ყველა საკითხთან დაკავშირებით

პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, საზოგადოებას აქვს საშუალება, მეტი გაიგოს ფასწარმოქმნასთან, ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ობიექტურია ის ფასები, რომლებიც დღეს მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და შესა...

ირაკლი კობახიძე

1777741446

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე: ჩვენ არ ვეძებდით დამნაშავეს, ჩვენ ვეძებდით პრობლემას

ჩვენი დავალება იყო ძირითადი პრობლემების იდენტიფიცირება, კომისიის მიდგომა იყო პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების დასახვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” პარლამენტის ეკონომიკურ...

შოთა ბერეკაშვილი

1777739457

საზოგადოება

პრემიერი: ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია

ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდი...

ირაკლი კობახიძე