ლევან მოსეშვილი: ქუთაისის აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

„3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ფართოფუზელაჟიანი საჰაერო ხომალდები, რაც უფრო შორ მანძილზე ფრენების განხორციელების, მეტი მგზავრის მომსახურებისა და სატვირთო გადაზიდვების დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, წლის ბოლოს დაგეგმილია ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გახსნა.

ლევან მოსეშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მნიშვნელობაზე, ავიაკომპანიებთან პარტნიორობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 14 წლისაა, დღეს პარალელურად ვზეიმობთ ჩვენი მთავარი პარტნიორი კომპანიის, Wizz Air-ის ბაზის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება 32 მიმართულებით ფრენები, აქედან 25 მიმართულება ევროპულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სეგმენტის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

მისივე თქმით, აეროპორტისთვის ავიაკომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ახალი მიმართულებების დამატება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, Wizz Air-ის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელი ოუენ ჯონსი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება. ამასთან, პარტნიორი კომპანიების მიერ მგზავრებისთვის სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790685396

მსოფლიო

ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და მას ბრალი დასდო ამერიკელებისთვის სიმართლის დამალვაში როგორც ირანის ბირთვულ პ...

ჰოსეინ მოჰები

1790684091

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790683088

საზოგადოება

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების...

ცესკოს განცხადება

1790682740

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ძალა არის გაკოტრებული და დამთავრებული ჩვენი საზოგადოების თვალში

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ“, - ამის შესახებ პარლა...

გიორგი გაბუნია

1790680929

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა

„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის...

გიორგი კახიანი