თამარ იოსელიანი მსოფლიო ბანკის კვლევაზე: ჩვენ დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს შუა დერეფნის მზარდ როლს და მის ეკონომიკურ პოტენციალს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა მსოფლიო ბანკის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, რიგი ღონისძიებებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით 2040 წლამდე მოსალოდნელია ტვირთბრუნვის გაზრდა დაახლოებით 4-ჯერ და ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის შემცირება დაახლოებით 2/3-ით.

„მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური ეფექტი, რაც მოსალოდნელია აღნიშნული ღონისძიებების გატარების საფუძველზე. კვლევის თანახმად, მშპ რეგიონში დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, ასევე შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი. ამ ყველაფერს საქართველო პასუხობს მწყობრი და თანმიმდევრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემა“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

„2032 წლამდე ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ძირითად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რაც მოიცავს როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზებას და ასევე საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ დიდ სურათში, რაც გულისხმობს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას, რადგან დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი, საიმედო, სწრაფი და შესაბამისად ამ მიმართულებით ეფექტიანი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო მგზავრობის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი მესამედით შემცირდეს. ანგარიშის მიხედვით, ასეთი სარგებლის მიღება დერეფნის ცხრა ქვეყანაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკაში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იქნება შესაძლებელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790687349

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6051 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6055 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ფულის გზავნილი

1790687096

ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და სამო...

იუსტიციის სამინისტრო

1790686083

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია

„კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ მყარი მხარდაჭერა აქვს, ვფიქრობ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაზრდილია“, - ამის შესახებ პარლა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1790685396

მსოფლიო

ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპიკერმა ჰოსეინ მოჰებიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი მატყუარა“ უწოდა და მას ბრალი დასდო ამერიკელებისთვის სიმართლის დამალვაში როგორც ირანის ბირთვულ პ...

ჰოსეინ მოჰები

1790684091

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის

ირანის ელჩს ვურჩევ, დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს, ეს მისი საქმე არ არის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ,...

ნიკოლოზ სამხარაძე