იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა

ციფრული მმართველობის სააგენტოს ხელმძღვანელობით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.

მონაწილეებმა განიხილეს სამუშაო ჯგუფის კონცეფცია და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანები, შეთანხმდნენ მუშაობის ძირითად პრინციპებზე და დაგეგმეს შემდგომი საქმიანობა.

უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიკვეთა ის სერვისები და პროცესები, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მიზანშეწონილია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამართლებრივ საკითხებს, ადამიანის უფლებების დაცვას, მონაცემთა დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში ასევე დაიგეგმება ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის რატიფიკაციის პროცესს. კონვენციას ხელი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 5 სექტემბერს, ქ. ვილნიუსში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრთა კონფერენციის ფარგლებში მოაწერა.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე შეიქმნა, რომლის მიზანია სახელმწიფო სერვისებსა და ადმინისტრაციულ პროცესებში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური, უსაფრთხო და პასუხისმგებლობიანი დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა ასევე ეხმიანება ციფრული მმართველობის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის საჯარო მმართველობაში დანერგვის მიმართულებას.

პირველ შეხვედრაში იუსტიციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790683088

საზოგადოება

3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება დასრულდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სწავლების ცენტრმა 2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების...

ცესკოს განცხადება

1790682740

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია „ნაცმოძრაობაზე“: ეს ძალა არის გაკოტრებული და დამთავრებული ჩვენი საზოგადოების თვალში

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ“, - ამის შესახებ პარლა...

გიორგი გაბუნია

1790680929

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ მოსახლეობას შეურაცხყოფა მიაყენა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა

„მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ თურმე, ეს გამოხატვის თავისუფლება ყოფილა“, - ამის შესახებ პარლამენტის...

გიორგი კახიანი

1790679870

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გიორგი გახარია გარე ძალების დავალების მიხედვით გადადგა

„დღემდე არ მიგვიღია კონკრეტული პასუხი, თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ დროის სხვადასხვა მონაკვეთში. საგამოძიებო კომისიაზე ახ...

ლევან მაჭავარიანი

1790677828

საზოგადოება

გიორგი გაბუნია „ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს ძალა, საზოგადოების თვალში, არის გაკოტრებული და დამთავრებული - ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას უპრეცედენტო ნდობა აქვს“

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის დანამატებს, რომლებიც მუდმივად ფინანსდებიან და გარედან მხარდაჭერილები არიან, აქვთ ერთადერთი დავალება - პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია მოახდინონ, - განაცხადა პარლამენტ...

გიორგი გაბუნია