კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება

„როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში, შეურაცხმყოფელი ფეისბუკპოსტისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას.

მისი თქმით, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებთან ბრძოლა დაიწყო, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩინეს.

„ზოგადად, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისევე, როგორც საქართველოში სამწუხარო რეალობად იქცა ის, რომ სოციალურ ქსელში ქვეყნდება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტიპის განცხადებები, მესიჯები, მიმდინარეობს ბულინგი. ეს კატეგორიულად მიუღებელია.

როდესაც ჩვენ ამასთან ბრძოლა დავიწყეთ, გვახსოვს, თუ რა განცხადებები კეთდებოდა - ეს შეაფასეს, თითქოს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ვიყავით, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების, კანონის ფარგლებში და არა შეურაცხყოფის მიყენებითა და ბილწსიტყვაობით.

თქვენ ნახეთ, რომ ევროპულ ქვეყანაში – გერმანიაში ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ ძალიან მძიმეა, როდესაც სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ადამიანის მიზანმიმართული ბულინგი და შეურაცხყოფა. ასეთ ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789803346

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, მოთმინებით, თანმიმდევრული და სწორი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ მიზანს საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ

მშვიდობიანი გზით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ეროვნული ოცნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილებისათვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე...

ირაკლი კობახიძე

1789802088

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ნათელაშვილის განცხადებაზე: დროა, საქართველოში ოპოზიციამ კიდევ ერთი კოალიცია შექმნას, ტრამპისა და რესპუბლიკელების წინააღმდეგ, აშშ-ის განმათავისუფლებელ კოალიციას, ანტიტრამპისტი გვარამია უნდა ჩაუდგეს სათავეში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი, ბიძინა ივანიშვი...

ცოტნე ანანიძე

1789800221

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფო...

ცირკულარით ძებნილი პირი

1789799801

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გა...

ცხელ კვალზე დააკავა

1789799220

ახალი ამბები

„თქვენ ემსახურებით საქმეს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში“ - თამაზ ბორაშვილი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაზვერვის სააგენტოს თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს. როგორც ის მისალოც წერილში აღნიშნავს, მათ პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის უსა...

თამაზ ბორაშვილი