დავით ჩიხელიძე: უზბეკეთის მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება
„უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს“,- ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას.
„უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა აზიის ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შემოიფარგლება და პრაქტიკულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გადადის.
ბოლო პერიოდში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ უზბეკეთი და ზოგადად შუა აზიის სახელმწიფოები საქართველოს განიხილავენ, როგორც ევროპასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ ყველაზე სანდო, მნიშვნელოვან და უსაფრთხო სატრანზიტო მიმართულებას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც შუა დერეფნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია.
უზბეკეთის ეკონომიკური ჯგუფისა და ტრანსპორტის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლების ანაკლიაში ვიზიტი ცხადყოფს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროექტის შესახებ ინფორმაციის მიღება, არამედ საკუთარი თვალით მიმდინარე სამუშაოებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შეფასება. რაც როგორც წესი, წინ უსწრებს აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებებს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიღწეული შეთანხმებები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ტურიზმის მიმართულებით ქმნის საფუძველს, რომ მომავალ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდოს ტვირთბრუნვა, ინვესტიციები და ეკონომიკური ურთიერთობები. ამ პროცესში ანაკლიის პორტს შეუძლია იქცეს იმ მთავარ ლოგისტიკურ ცენტრად, რომელიც შუა აზიის ტვირთებს შავი ზღვის გავლით ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს.
ფაქტია, რომ ანაკლიის პროექტის მიმართ ინტერესი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს შიდა დღის წესრიგით. სულ უფრო მეტი ქვეყანა, განსაკუთრებით კი შუა აზიის რეგიონიდან, პროექტს საკუთარი ეკონომიკური და სატრანსპორტო ინტერესების ნაწილად განიხილავს. ეს ნიშნავს, რომ ანაკლიის წარმატებული განვითარება არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ შუა დერეფნისა და ევრაზიული სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის როლს“,- წერს ჩიხელიძე.
1783157628
მსოფლიოაშშ-ში ძლიერი სიცხის გამო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გააუქმეს
აშშ-ში ანომალიური სიცხის გამო დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი გააუქმეს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. აღლუმზე ვაშინგტონის ცენტრში ათასობით ადამიანი უნდა შეკრებილიყო, მ...
1783155487
ახალი ამბებიაჭარაში მემთეურების ჯანმრთელობის კვლევის პროგრამა დაიწყო
მთის სეზონთან დაკავშირებით, აჭარაში მემთეურების უფასო სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს. მთა ჩირუხში გამართულ სამედიცინო აქციას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, შუახევის...
1783153649
ახალი ამბებისასამართლომ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე, გიორგი მალანიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფ...
1783151756
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით
„უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გ...
1783150385
მსოფლიოთეირანში ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო
ირანში 4 ივლისს ქვეყნის ყოფილ უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო. ხამენეის ნეშტი თეირანის მოსალას მეჩეთში დაასვენეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ალი ხამენეისთა...































