საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ მჭედლიშვილთან და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ ბაკურაძესთან ერთად რიო-დე-ჟანეიროს ცეკვის სკოლას - Vidancar ესტუმრა და სასწავლო პროცესს გაეცნო. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სასწავლებელში, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ცეკვის, ხელოვნებისა და საგანმანათლებლო გაკვეთილებს უსასყიდლოდ ეუფლებიან. სასწავლებელი კლასიკური ბალეტის, ჰიპ-ჰოპის, თანამედროვე ცეკვისა და ბრეიქდანსის 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.

სასწავლებლის მრავალმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა სტიპენდია ისეთ პრესტიჟულ სასწავლებლებში, როგორიცაა ბოლშოის ბალეტის სკოლა (ჟუანვილი, ბრაზილია) და რიოს ცნობილი მარია ოლენევას სახელობის ცეკვის სკოლა. სასწავლებლის სამი აღსაზრდელი კი მსოფლიოს წამყვანმა საბალეტო სასწავლებლებმა - პარიზის ოპერის საბალეტო სკოლამ და მაიამის საბალეტო აკადემიამ საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამებში მიიღეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ქორეოგრაფიული განათლების სფეროში სამომავლო თანამშრომლობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

სტუმრების პატივსაცემად სკოლის მოსწავლეებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783150385

მსოფლიო

თეირანში ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო

ირანში 4 ივლისს ქვეყნის ყოფილ უზენაეს ლიდერთან, ალი ხამენეისთან გამომშვიდობების ცერემონია დაიწყო. ხამენეის ნეშტი თეირანის მოსალას მეჩეთში დაასვენეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. ალი ხამენეისთა...

ალი ხამენეი

1783149607

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2 პირი სხვ...

დაკავებულია ორი პირი

1783149087

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „კომპლექსური ღონისძიებების შედე...

მიგრაციის დეპარტამენტი

1783148603

ახალი ამბები

შიდა ქართლის პოლიციამ აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადა...

შიდა ქართლის პოლიცია

1783148293

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერებინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვსა და ტრანსპ...

მარიამ ქვრივიშვილი