სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო პროგრამის მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, სესის ცნობით, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია.

ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის ბუნებრივ არეალში დაბრუნებას.

„საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.

პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას. პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა, რომლებიც აღჭურვილია სავენტილაციო სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით. პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია 40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ“, - ნათქვამია სესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755500261

ახალი ამბები

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი: ახალსოფელში, წყარო-კომენდატურას მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფელში, წყარო-კომენდატურას მიმართულებით ასფალტბეტონის საფარის დაგების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამე...

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1755498086

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს

ალბათ სამარცხვინოა თვითონ ის, ვინც ნებისმიერ სამშვიდობო პოლიტიკას სამარცხვინოს უწოდებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ქართული...

ირაკლი კირცხალია

1755495561

ახალი ამბები

ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ აიწევს - 18 აგვისტოს ამინდი ქალაქების მიხედვით

 სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით ისევ მოიმატებს. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +30 - მზიანი სოხუმი +3...

მზიანი ამინდი

1755493374

ახალი ამბები

ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგანცხადებით, ის უკვე ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც მისივე თქმით, თავის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მოწვევისთვის და...

ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა

1755461651

მსოფლიო

„ევროპა უკრაინაში თავის ძალებს განათავსებს“ - „მსურველთა კოალიციის“ ერთობლივი განცხადება

უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, ე.წ. „მსურველთა კოალიცია“ უკრაინაში მრავალეროვნულ ძალებს განათავსებს, - ამის შესახებ კოალიციის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიტა...

ომი უკრაინაში