დავით ჩიხელიძე: ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია

ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია, დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას, არც პროფესიულ ეთიკას და არც „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა სახელითაც ელჩი მუდმივად საუბრობს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი მოქმედებს სისტემურად და არ წყვეტს დესტრუქციულ მოქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ მის საშინაო საქმეებში ჩარევით.

„ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია, დაჯილდოვდნენ პირები და ნამუშევრები, რომლებიც არ ემსახურება არც ობიექტურობას, არც პროფესიულ ეთიკას და არც „ევროპულ ფასეულობებს“, რომელთა სახელითაც ელჩი მუდმივად საუბრობს.

პაველ ჰერჩინსკიმ ღიად უგულებელყო ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი და რადიკალიზმის წახალისების გზა აირჩია, „საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტოს“ ნომინაციაში სასამართლო სხდომიდან გადაღებული მზია ამაღლობელის ფოტო და მისი ავტორი დაჯილდოვდა. ეს არ არის არც ნეიტრალური ჟურნალისტიკა და არც ღირებულებითი პოზიცია ეს არის კონკრეტული რადიკალური ნარატივის მხარდაჭერა. დასავლეთში პოლიციელზე თავდამსხმელის გმირად ქცევა არ ხდება და ეს ყველამ კარგად იცის, მათ შორის თავად ელჩმაც.

ჰერჩინსკი სისტემატურად მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და არ წყვეტს დესტრუქციულ ჩარევას ქვეყნის შიდა პროცესებში. მის ხელში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ევროკავშირის ჯილდო გადაიქცა პოლიტიკური ქმედების ინსტრუმენტად და შერჩევითი „თავისუფლების“ დემონსტრირებად.

დაჯილდოებულთა შორის იყო „რადიო თავისუფლება“ მედია, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა ფეისბუკზე უბრალო მონიშვნის გამო დამბლოკა. ასეთ ფონზე ელჩისგან მორალზე, თავისუფალ მედიასა და მაღალ სტანდარტებზე საუბარი არა მხოლოდ ირონიულია, არამედ ფარისევლურიც“, - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770451045

ახალი ამბები

პრემიერი: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1770450698

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითაც მოქმედებს ევრობიუროკრატია

„პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...

ირაკლი კობახიძ

1770450555

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით

ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...

ირაკლი კობახიძე

1770450462

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას

უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

ირაკლი კობახიძე

1770450384

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმის საქართველოში გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რეგიონულ საინვესტიციო რუკაზე

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც ეძღვნება უძრავი ქონების საკითხებს და საქართველოში ამ საერთაშორისო ფორუმის გამართვა არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო მყარად იმკვიდრებს ადგილს რ...

 ირაკლი კობახიძე