არჩილ გორდულაძე: „შავი ფულის“ შემოტანის მსურველებს მოვუწოდებთ, გერმანიის საელჩოს მიმართონ და გააპროტესტონ ის კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხს ეხება
ადამიანებს როდესაც მოუწოდებენ, ხელისუფლება არ აღიარონ, გერმანიაში თუ ამაზე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ზუსტად იმავე ფორმით იქნება და იგივე ზღვარი გაივლება გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის საქართველოში, როგორც ეს გერმანიაშია.
„თუ ამერიკაში მოქმედ „ფარას“ კრიტიკოსებს მოვუწოდებდით, რომ დიღმის მასივში მიბრძანებულიყვნენ და მისი შინაარსი გაეპროტესტებინათ, ახლა შეგვიძლია, საქართველოში „შავი ფულის“ შემოტანის მსურველებს მოვუწოდოთ, რომ გერმანიის საელჩოს მიმართონ და ის კანონმდებლობა გააპროტესტონ, რომელიც ეხება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საკითხს.
როცა ადამიანებს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლება არ აღიარონ, ინსტიტუციებს პატივი არ სცენ, თუ ამაზე პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული გერმანიაში, ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იწვევდეს პასუხისმგებლობას.
თუ ვინმე გულწრფელი კრიტიკოსია, კანონის შინაარსი გერმანიის საელჩოსთან გააპროტესტონ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ზუსტად იმავე ფორმით იქნება და იგივე ზღვარი გაივლება გამოხატვის თავისუფლებასა და დანაშაულს შორის, როგორც გერმანიაშია“, - აღნიშნა გორდულაძემ.
1770452490
ახალი ამბებიკახა კალაძე: გარედან დაფინანსებულ აქციაზე „გამჭირვალობის კანონის“ გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ
თბილისის მერი მედიასთან ევროსაბჭოს მიერ უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარების თხოვნის ფაქტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ გამო ქვეყნის ხელისუ...
1770452069
ახალი ამბებიპრემიერი: გაცხადებული გვაქვს მკაფიო სურვილი, განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება ორივე მხარის ინტერესები და პრინციპები, მოთმინებით ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს
ჩვენ გვაქვს გაცხადებული ძალიან მკაფიო სურვილი, რომ განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....
1770451184
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია, დაჯილ...
1770451045
ახალი ამბებიპრემიერი: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას
ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შე...
1770450698
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითაც მოქმედებს ევრობიუროკრატია
„პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...































