პრემიერი: არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია
არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე, რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ორი უწყება გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. პრემიერის განცხადებით, ეს არ იქნება კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.
„არის საუბარი „საქართველოს განვითარების ფონდისა“ და პროგრამის აწარმოე საქართველოში“ შერწყმაზე. რეორგანიზაციის პროცესი ძალიან მალე დაიწყება და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც შესაბამისი ფუნქციებით იქნება დატვირთული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იყო რამდენიმე სხვადასხვა უწყება, რომელიც შესაბამის ფუნქციებს ითავსებდა და შეიქმნება ერთიანი ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნქციებით იქნება დაკავებული.
საუბარია „საქართველოს განვითარების ფონდი“, შეერწყმება პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, გაერთიანდება ერთიან სუბიექტად, რომელიც იქნება ერთგვარ სახელმწიფო ბანკად წარმოდგენილი. ეს ბუნებრივია, არ არის კლასიკური ბანკი, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. ეს ცვლილებები გახდა საჭირო ოპტიმალური მართვისთვის. როდესაც მსგავსი ფუნქციები გადანაწილებულია სხვადასხვა ინსტიტუტებზე, უმჯობესია, ეს ყველაფერი ერთიანი ხაზით იყოს მართული“, - განაცხადა პრემიერმა.
1770451184
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია
ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ფარგლებში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის „ჟურნალისტური სტანდარტები“ მხოლოდ პოლიტიკური მიზნების განხორციელების იარაღია, დაჯილ...
1770451045
ახალი ამბებიპრემიერი: გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის განმავლობაში არ ჰქონია არცერთ სხვა ევროპულ ქვეყანას
ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში, - ამის შე...
1770450698
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: „პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა გაგრძელებაა ამაღლობელის შემთხვევის, როცა ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, ეს არის დაბალი სტანდარტი, რითაც მოქმედებს ევრობიუროკრატია
„პუბლიკასთვის“ ჯილდოს გადაცემა არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ამაღლობელის შემთხვევაში, როდესაც ადამიანი დაჯილდოვდა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კ...
1770450555
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით
ჩვენ მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის...
1770450462
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ საქართველოს დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას
უძრავი ქონების სექტორს ეკონომიკურ ზრდაში უკავია განსაკუთრებული ადგილი. გასულ წელს უძრავი ქონების სექტორში ეკონომიკურმა რეალურმა ზრდამ 10 პროცენტს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...






























