გივი მიქანაძე: მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებითაც
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არაერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო სასკოლო ფორმების მაღალ ფასში რეალიზებას აპირებს.
მიქანაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია, საზოგადოება მაქსიმალურად შეიყვანონ შეცდომაში.
მინისტრის განმარტებით, ფორმების მაღალ სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მათ შეუძლიათ, თვითონ გამოიწერონ ფორმები. არ არიან ვალდებული, მაინც და მაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინსაიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის, ისევე, როგორც მათ შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი, როგორიც მათ მოესურვებათ, ოღონდ იმ დიზაინის და იმ მოცემულობის, რომლითაც ფორმა არის დადგენილი და შეაკერინონ შვილებისთვის ეს ფორმა. აქ რაიმე შეზღუდვა არ არის. ესეც მორიგი სპეკულაციაა, რომელიც მიზანმიმართულად ვრცელდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძის თქმით, ორკესტრირებული, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს ფორმები შეესაბამება საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს. ისინი ჯანმრთელობისთვის უვნებელია. მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, იქნება ეს ბრიტანეთი, ავსტრალია, იაპონია, თუ სხვა, მრავალ ქვეყანაში უდიდესი მოცულობა იმ ნაჭრისა, რომელიც გამოიყენება სასკოლო ფორმისთვის, სწორედ რომ პოლიესტერს წარმოადგენს. ის ბევრად მდგრადია და ფორმას შენარჩუნების და მოქნილობის შესაძლებლობას აძლევს.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ფორმების ხარისხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიული კომპანიის დასკვნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ფორმა ჯანმრთელობისთვის უვნებელია. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სპეკულაციური მოწოდება იმის შესახებ, თითქოსდა ვნებს ახალგაზრდებს, ბავშვებს, არის სრული სიცრუე. ეს არის მიზანმიმართული კამპანიის და მშობლების შეცდომაში შეყვანის კონკრეტული მცდელობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
1787220661
მსოფლიონიკოლ ფაშინიანი: ადრე თანამშრომლობის 85-90% ერთ ქვეყანასთან თუ ხდებოდა, ახლა ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და სხვა ქვეყნებთან
საგარეო პოლიტიკის ვექტორებისა და კავშირების დივერსიფიკაცია სომხეთის რებალანსირების პოლიტიკის ძირითადი ელემენტებია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. კითხვაზე, რომელ...
1787220207
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია, რომელიც 9-10 სექტემბერს პარიზში გაიმ...
1787218172
ახალი ამბებიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში დიდიე ტღებიუკს, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებს და გაეროს ქალთ...
1787217055
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი გიორგი ახობაძის განცხადების შესახებ: სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს იმ დიდ ომსა და დაპირისპირებაში, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს
„ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების ცეცხლი დაანთონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის მათი სახე, სახე აგენტურის, სახე იმ ადამიანე...
1787215983
ახალი ამბებიეკატერინე მიქაბაძე: მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ადგილობრივ ბაზარს სულ უფრო მეტი დებიუტანტი კომპანია უერთდება
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო შპს „ლოპოტას“ მიერ 11 მილიონი აშშ დოლარისა და 6.9 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებული განთავსებისა...































