დავით მათიკაშვილი: ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია, პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა
„ფაქტია, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კარდინალურად შემცირებულია. პარტია, რომელსაც აქვს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, ანტიეროვნული ნიადაგი, რომელსაც სურს საკუთარი ქვეყნის ნგრევა, ბუნებრივია, რომ ის არ უნდა იყოს პოლიტიკურ ზედაპირზე. ამიტომაც აბსოლუტურად გამართლებულია ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მისი თქმით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ამის წინასწარ პროგნოზი შეუძლებელია, მაგრამ სარჩელი იმდენად გამყარებულია არგუმენტებით და ფაქტებით, რომ სავარაუდოდ გადაწყვეტილება ისეთი იქნება, როგორსაც „ქართული ოცნება“ ელის.
„იმდენად არგუმენტირებულია ეს სარჩელი და იმდენად მტკიცე არგუმენტებია იქ განსაზღვრული, რომ ძალიან გაუჭირდება მსოფლიოს ნებისმიერ მოსამართლეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილების დაწერა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელში გახარიას პარტიის დამატებას, როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, თავადვე აღიარებენ, რომ დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ.
„ფარულავამ თქვა, რომ 4 ოქტომბერს, როდესაც ვერ შედგა რევოლუცია, ვერ დაამხვეს ქვეყანა საკუთარ ხალხს თავზე, მხოლოდ მას მერე გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა. ამით პირდაპირ დაადასტურა პარტიის წარმომადგენელმა, რომ ეს პარტია წარმოადგენს „ნაცმოძრაობის“ და იმ ექსტრემისტული, რადიკალური ძალების შემადგენელ ნაწილს, რომლებსაც სურდათ, რომ 4 ოქტომბერი გადაქცეულიყო ქვეყნის ნგრევის, ხელისუფლების ნგრევის და საქართველოს ნგრევის დღედ. მარტო იმიტომ გადაწყვიტეს პარლამენტში შემოსვლა, რომ მოუცდათ კბილი. ეს არის პირდაპირი დასტური და პირდაპირი აღიარება. მის გარდა ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც მათ უშუალო კავშირს ადასტურებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - დაწყებული გახარიას ღალატით და მიტოვებით საკუთარი თანამდებობის და ქვეყნის საფრთხის ქვეშ ჩაგდებით, დამთავრებული იმით თუ არჩევნების შემდგომ, როგორ შექმნეს ალიანსები სხვადასხვა საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად. როგორ შექმნი ალიანსს ისეთ პარტიასთან, ვისთანაც იდეოლოგიური თანხმობა და ურთიერთშეთავსება არ გაგაჩნია?!
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ შატალო დაასრულეს და შემობრძანდნენ პარლამენტში ისინი აგრძელებენ და არ ღალატობენ არ აღიარებას ხელისუფლების ლეგიტიმაციის, კონსტიტუციის შეურაცხყოფას“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
1790602815
ახალი ამბებიპარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდ...
1790601533
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790601374
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს „ბრადიაგები“ უწოდა
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენი...
1790600745
ახალი ამბებითბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში ირინა ენუქიძის ქუჩაზე სტუდენტი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მ...
1790600582
ახალი ამბებიავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და საერთაშორისო აქსელერატორების ჩართულობით, ვავითარებთ გარემოს, რომელიც ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აერთიანებს
„ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია...




























